ჩაბარების ვადა:
2 აპრილი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30269 - ტენდერი 16-სართულიანი შენობის კომპლექსური ინსპექტირებისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 27 მარტი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 აპრილი 2026 დრო 17:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 27 მარტი 2026 დრო: 08:00
ტენდერის აღწერილობა:
სს “ლიბერთი ბანკი” აცხადებს ტენდერს: სათაო ოფისის (ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ #74) 16-სართულიანი შენობის კომპლექსური ინსპექტირება და აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მომზადება დანართი #2-ის შესაბამისად;
2.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მიმდინარე წლით დათარიღებული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
- ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
- შევსებული სატენდერო წინადადება საპროექტო დოკუმენტაციის და ფასების ცხრილის მიხედვით;
- მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მოსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
5. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული(ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაშიწარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #1) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 აპრილი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია: შესყიდვების განყოფილების უფროსი თამარ მუჯირი მობ: 577 04 05 05, ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@lb.ge;
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები