6 აპრილი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30323 - ტენდერი კარადების დამზადება/მონტაჟზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 1 აპრილი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 აპრილი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ფილიალებში კარადების დამზადება/მონტაჟზე
სპეციფიკაცია:
| რაოდენობა | მასალა | სიმაღლე/სიგრძე/სიგანე | ერთეულის ფასი ₾ - ში (დღგ -ს ჩათვლით) | ჯამური ფასი ₾ - ში (დღგ -ს ჩათვლით) | |
| კარადა 30 უჯრით | 17 | თეთრი ფერის ლამინატი ან ალტერნატივა | 150/100/42 | ||
| კარადა 27 უჯრით | 45 | თეთრი ფერის ლამინატი ან ალტერნატივა | 142/100/42 | ||
| კარადა 21 უჯრით | 39 | თეთრი ფერის ლამინატი ან ალტერნატივა | 116/100/42 | ||
| კარადა 15 უჯრით | 52 | თეთრი ფერის ლამინატი ან ალტერნატივა | 90/100/42 | ||
| ტრანსპორტირება (თბილისიდან 30 კმ - ის მოშორებით) | 1კმ | ||||
| კარადა უნდა იკეტებოდეს გასაღებით/ ყველა უჯრას უნდა ქონდეს მანიშნებლის მოსათავსებლად ლამინირებული სივრცე. | |||||

სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების ვადა: 1 თვე
- მიწოდების მისამართი - ბანკის მიერ მოთხოვნილი მისამართი
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება,
- ტენდერი ჩატარდების ეტაპები:
- ეტაპი 1 - დაინტერესებული კომპანიების მიერ ბანკისთვის შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშების წარდგენა, შერჩევა, შეფასება.
- ეტაპი 2 - რამდენიმე შემოთავაზების შერჩევის შემთხვევაში, რევერსული აუქციონი პირველ ეტაპზე შერჩეულ პრეტენდენტებს შორის. - შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
- ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნიდან გამომდინარე
- საგარანტიო ვადა - 2 წელი
- გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი გენ. კონტრაქი
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომერციული წინადადება (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2)
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 3 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; შესაძლებელია წარმოდენილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების პორტალის შესაბამისისი NAT, SPA ან CMR ნომრები
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემოთავაზებული მოდელის დეტალური სპეციფიკაციები.
- ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ან/და ნიმუშები; მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში
- ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.
- პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით.
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
- ტენდერის მონაწილემ უნდა დააფიქსიროს ტრანსპორტირებისა ხარჯი 1 კმ-ზე, თბილისიდან 30 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებული ობიექტის შემთხვევაში;
დამატებითი ინფორმაცია:
ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს კონტრაქტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
- სრულად დაიცავს შრომის უსაფრთხოების წესებსა და ნორმებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 აპრილი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
გიორგი ლომთაძე
ტელ: 579 15 67 96
glomtadze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი