8 აპრილი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30349 - ტენდერი ქსელური მოწყობილობებისა და მხარდაჭერის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს კურორტი საირმე
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 2 აპრილი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 აპრილი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „კურორტი საირმე“ (ს/კ 225058576) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქსელური მოწყობილობებისა და მხარდაჭერის შესყიდვასთან დაკავშირებით.
შესყიდვის ობიექტის დასახელება:
შპს „კურორტი საირმე“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამ ლოტად ქსელური მოწყობილობებისა და მხარდაჭერის შესყიდვასთან დაკავშირებით.
საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
- შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები წარმოდგენილია დანართი №1-ის სახით;
- შესყიდვების ობიექტის ძირითადი მოთხოვნები წარმოდგენილია დანართი №2-ის სახით.
შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და შესასყიდი რაოდენობა, რომლის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.
3. განფასების მოთხოვნის პირობები:
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ისა და დანართი №2-ს მიხედვით (დოკუმენტი ატვირთეთ როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის ტრანსპორტირება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები).
4. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი:
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო, კურორტი საირმე, ან/და შემსყიდველთან შეთანხმებისამებრ;
- შესყიდვის ობიექტის სრულად მოწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2026 წლის 10 მაისისა, შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის ეტაპობრივი მოწოდებაც შემსყიდველთან შეთანხმებისამებრ.
5. ანგარიშსწორების პირობა:
ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (Current +45 days)
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად;
6. გამარჯვებულის გამოვლენა
ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის - tenders.ge -ს საშუალებით.
შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
7. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია:
- მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF);
- ფასების ცხრილი (დანართი N1) წინამდებარე სატენდერო განაცხადში მოთხოვნილი პირობების შესაბამისად - ფასი მოცემული უნდა იყოს ტრანსპორტირებისა და ყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია, ისე ექსელის ფორმატი;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
- კომპანიის გამოცდილება/პროფაილი (მინიმუმ 2 მსგავსი პროექტის განხორციელების დადასტურება ბოლო 3 წლის განმავლობაში);
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (სასურველია);
- სარეკომენდაციო წერილები (სასურველია);
8. დამატებითი ინფორმაცია:
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 08 აპრილი, 15:00
- შეთავაზების ვალუტა: აშშ დოლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ ელექტრონულ პორტალზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@sairmeresort.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 32400000 ქსელები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები