16 აპრილი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30422 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 8 აპრილი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 16 აპრილი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.
შპს თეგეტა მოტორსი წარმოდგენილია ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ფართო ბაზარზე. არის საქართველოს უმსხვილესიკომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი.
თეგეტა მოტორსი, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილოეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკისდიაგნოსტირებას და შეკეთებას გულისხმობს.
აღნიშნული ტენდერი ცხადდება 2026-2027 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა 1 წლის ვადით.
საწვავის მოხმარება:
| საწვავის ტიპი | თვის საშუალო შესყიდვა | წლის საშუალო შესყიდვა |
| EURO DIESEL | 111,000 | 1,332,000 |
| PREMIUM | 30,000 | 360,000 |
| საბითუმო შესყიდვა დიზელი | 28,000 | 336,000 |
| EURO REGULAR | 11,000 | 132,000 |
| SUPER | 2,000 | 24,000 |
| ჯამურად | 2,184,000 | |
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : მომსახურების ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს.
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ). თითოეული ტიპისი საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
- ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- ბენზინ-გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში; გთხოვთ წარმოადგინოთ ლოკაციების მიხედვით ზუსტი მისამართები.
- პრედენტენტმა უნდა წარადგინოს 2025წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, თვეების მიხედვით ჩაშლილად, გამოცხადებული ფასების ცხრილი თითოეულ საწვავის ტიპზე.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი.
- ბენზინ-გასამართ სადგურებზე ჩიპით (რინგი) მომსახურების სერვისი.
- ჩიპების ავტომობილებზე მონტაჟის სერვისი ადგილზე მომსახურებით
- რინგები და ბარათები უნდა იმართებოდეს შესაბამისი პროგრამით, რომლის ადმინისტრატორი უნდა იყოს თეგეტა მოტორსი.
- პროგრამას უნდა ქონდეს მასიური დატის შეიმპორტების ფუნქცია
- წარმოდგენილი უნდა იყოს საწვავის სერთიფიკატები სახეობების მიხედვით(ოქტანობა, მწარმოებელი,ემისია)
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „თეგატა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 აპრილი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებულიკითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის დაწარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი