14 მაისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30562 - ტენდერი ტრენერთა მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 14 მაისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) აცხადებს ტენდერს პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მუშაობის ინტეგრაციის პროგრამის 1.მთავარი ტრენერისა და 2. რეგიონული სოციალური მუშაკი-ტრენერის მომსახურების შესყიდვაზე.
გამოქვეყნების თარიღი: 2026 წლის 24 აპრილი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 14 მაისი
თანდართული ფაილები: დანართები 1-2 (ტექნიკური დავალებები)
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს განვითარების მიმართულებით პროექტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოში CCR საქმიანობს 2008 წლიდან, ხოლო 2015 წელს თბილისში დაარსა თავისი ოფიციალური ფილიალი (CCRG). CCRG-ის მეშვეობით ორგანიზაციას განხორციელებული აქვს სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებული პროექტები შემდეგ სფეროებში: სოციალური, ჯანმრთელობის, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:
https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) 2024 წლის იანვრიდან ახორციელებს ევროკავშირის/AFD/Expertise France-ის მიერ დაფინანსებული „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის“ ჯანდაცვის კომპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აქცენტით და გენდერული ფაქტორების გათვალისწინებით.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარეა პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების გადამზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ტრენინგებს 10 თემაზე, შემთხვევაზე დაფუძნებულ მხარდამჭერ სუპერვიზიასა და ადგილზე ვიზიტებს. ამჟამად, მთელი საქართველოს მასშტაბით პროგრამაში ჩართულია პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელთა 102 სასწავლო ჯგუფი.
პროგრამის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი საქმიანობის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებისათვის სოციალური მუშაობის პრინციპების გაცნობას და მათთან ეფექტიანი თანამშრომლობის გაძლიერებას. აქტივობა ფოკუსირდება ფსიქო-სოციალური რისკების, მათ შორის ძალადობის, მოწყვლადობისა და სოციალური საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებასა და შესაბამის სერვისებზე რეფერირებაზე.
განაცხადები (ქართულ ენაზე) წარმოდგენილი უნდა იქნეს თანდართული ტექნიკური დავალებების შესაბამისად.
განაცხადების შეფასების კრიტერიუმები:
- ტექნიკური წინადადების ხარისხი და შესაბამისობა – 40%
- შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია – 30%
- ფინანსური წინადადება – 30%
განაცხადების მიღების ვადა და შერჩევის პროცედურა:
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2026 წლის 14 მაისი, 18:00 საათი (საქართველოს დროით).
- შემოთავაზება უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ელ.ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz
გთხოვთ, ველში „თემა“ (SUBJECT) მიუთითოთ, პოზიციის შესაბამისად:
„GE68 – მთავარი ტრენერი პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მუშაობის პროგრამაში “
ან
„GE68 – რეგიონული სოციალური მუშაკი-ტრენერი პირველადი ჯანდაცვისა და სოციალური მუშაობის ინტეგრაციის პროგრამაში“
შენიშვნა:
- CCRG არ უპასუხებს სატელეფონო ზარებს აღნიშნული ტენდერის შესახებ;
- განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე.შერჩეული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან ინტერვიუზე. CCRG იტოვებს უფლებას, არ უპასუხოს აპლიკანტებს, რომლებიც არ იქნებიან ინტერვიუზე მოწვეულნი.
ტენდერის კატეგორია:
- 80500000 სატრენინგო მომსახურებები