7 მაისი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30593 - ბაზრის კვლევა ბრენდირებული ჩემოდნების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 29 აპრილი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 7 მაისი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას ბრენდირებული ჩანთების შესყიდვასთან დაკავშირებით.
ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის:
ბაზრის კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- შემოთავაზება პრეზენტაციის სახით, რომელიც უნდა მოიცავდეს პროდუქციის დეტალურ აღწერას, ფოტომასალას, წარმოება/მოწოდების ვადას და ღირებულებას ყველა საჭირო ხარჯის გათვალისწინებით, ეროვნულ ვალუტაში (ლარი, GEL).
2. პროდუქტის დასახელება (დანართი 1);
- დასახელება: ბრენდირებული ჩემოდანი
- სავარაუდო შესასყიდი რაოდენობა: 100 ცალი,
- აღწერა: დიზაინი და ვიზუალი უნდა შეესაბამებოდეს თანდართულ ფოტოს. ჩემოდანი უნდა იყოს ნარინჯისფერი, ბორბლებზე, გამოსაწევი სახელურით.
- ზომები: დაახლოებით 55x40x23 სმ.
- ბრენდინგი: ჩემოდანზე დატანილი უნდა იყოს ლოგო "საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის" და "არ გაჩერდე", ფოტოზე მოცემული დიზაინის შესაბამისად.
- მასალა: გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ვარიანტები მასალასთან დაკავშირებით.
ნიმუშის მოთხოვნა:
შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, ძირითადი შეკვეთის შესრულებამდე, დასამტკიცებლად წარმოადგინოს პროდუქტის ერთი ცალი ნიმუში.
3. დანართი 1:
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 7 მაისი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სისტემაში, ჯამური ღირებულების ველში მიუთითეთ სიმბოლური თანხა - 1 ლარი.
საკონტაქტო პირი:
თამარ თხელიძე,
Tatkhelidze@bog.ge
591 – 220 – 520
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები