6 მაისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30606 - ტენდერი სს „,ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალების ფასადების და სარეკლამო აბრების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 30 აპრილი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 მაისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „,ლიბერთი ბანკი“-ს ფილიალების ფასადების და სარეკლამო აბრების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე ყოველთვიურად თანდართული ფაილების (დანართი #1 და დანართი #2) შესაბამისად.
! აუცილებელი პირობაა პრეტენდენტი სრულად აკმაყოფილებდეს ქვემოთ მითითებულ შრომის უსაფრთხოების ნორმებს, სხვა შემთხვევაში შეთავაზება არ განიხილება.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1, დანართი #2)
შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ი:
შენიშვნა: თუ შემსრულებელს 20-მდე დასაქმებული ყავს ან შემსრულებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, თვითონ დამსაქმებელს/ფიზიკურ პირს შეუძლია იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, 20-100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში მინიმუმ 1 დასაქმებული უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, 100-ზე დასაქმებულის შემთხვევაში კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახური/სტრუქტურული ერთეული, სადაც დასაქმებული ეყოლება მინიმუმ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; თუ შემსრულებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შემსრულებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები;
ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი;შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ელექტროდანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
სამუშაოების ჩამტარებელმა დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინოს დასაქმებულთა უბედურიშემთხვევებისაგან დაზღვევის დოკუმენტი;
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1)
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა
სს „ლიბერთი ბანკის“ ობიექტებზე მომსახურების მიწოდება განხორციელდება დანართი #1 -ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ობიექტების მისამართები მოცემულია დანართი #2-ში.
მომსახურება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია, მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად, მომსახურების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში.
6. ზოგადი პირობები
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება ხელშეკრულება ხელშეკრულების შაბლონის (დანართი #3)შესაბამისად. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
7. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის
- პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 06 მაისი, 17:00 საათი
8. დამატებითი სატენდერო მოთხოვნები პრეტენდენტებისთვის
- მომსახურე კომპანიამ უნდა დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხარისხზე და განახორციელებს, როგორც დაგეგმილ ასევე დაუგეგმავ ვიზიტებს ობიექტებზე ხარისხის კონტროლის მიზნით (ანალოგიურ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებით);
- გამოყენებული საწმენდი ქიმური და ჰიგიენური საშუალებები უნდა იყოს სერტიფიცირებული და არ იწვევდეს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას.
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურების დაწყებამდე წარმოადგინოს #4 დანართითგათვალისწინებული დოკუმენტაცია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 მაისი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
შესყიდვების მენეჯერი: შორენა თავაძე
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება