13 მაისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30626 - ტენდერი CISCO-ს ქსელური მოწყობილობების ლიცენზიების მხარდაჭერის განახლებაზე
- გამომცხადებელი: ბანკი ქართუ
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 13 მაისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, CISCO-ს ქსელური მოწყობილობების ლიცენზიების მხარდაჭერის განახლებასთან დაკავშირებით.
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა:
2026 წლის 13 მაისი 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულკონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სს „ქართუ ბანკი“ (ტენდერის დასახელება - CISCO-ს ქსელური მოწყობილობების ლიცენზიების მხარდაჭერის განახლება).
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.
საკონტაქტო პირი საორგანიზაციო საკითხებზე:
მარიამ ლეჟავა
მობილური ნომერი: (+995) 591218000
ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (600)
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე
ლაშა მჭედლიშვილი
მობილური ნომერი: (+995) 599 08 97 37
ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (448),
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგისავალდებულო დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სმნ-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
ძირითადი მოთხოვნები:
იხ. დანართი 1-ში.
შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები