11 მაისი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარეT30631 - ტენდერი ქუთაისის სტანდარტული პროექტის შენობა-ნაგებობების ფასადების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 11 მაისი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი ქუთაისის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ქუთაისის სტანდარტული პროექტის (მის; ჰერმან გმაინერის-4) შენობების ფასადებზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მომსახურების უზრუნველსაყოფად.
სავალდებულო მოთხოვნები:
- ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
- ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები)
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა დალუქული კონვერტით
- ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობის, ღირებულებების მითითებებით და ფოტომასალით) შესაბამისი რეკომენდაციით.
თანხის გადახდის პირობები: მომსახურების ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად, მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მაქსიმუმ ხუთი სამუშაო დღის ვადაში (მომსახურების ღირებულების საავანსო გადახდა არ განიხილება).
მომსახურების გაწევის ვადები და პირობები: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან არაუგვიანეს 20 ივლისამდე ბავშვთა სოფელი ქუთაისის (ჰერმან გმაინერის ქ.#4) შენობა ნაგებობების ფასადებზე შემდეგი სამუშაოების ჩატარება:
- შენობა ნაგებობებზე აგურის ფასადის და ფანჯრის ქვის რაფების დამუშავება/ მომზადებაშესაღებად -3760 მ2.
- ფასადების შეღებვა აგურის და ქვის დამცავი სპეციალური ხარისხიანი და სერთიფიცირებულინივთიერებით ღია სივრცისთვის- 3760
- შენობებზე არსებული სახურავს ქვედა ხის კარნიზების დამუშავება შეღებვა ხარისხიანი დასერთიფიცირებული ხის დამცავი ნივთიერებით ღია სივრცისთვის- 425 მ2
- სახლებზე არსებული რკინის მოაჯირების დამუშავება შეღებვა ხარისხიანი, სერთიფიცირებულისაღებავით -250 მ.
- შენობა ნაგებობების ცოკოლების შეკეთება (შეფითხვნა, გაბრიზგვა)- 80 მ2
- შენობა ნაგებობების ცოკოლების შეღებვა, წყალგამძლე სერთიფიცირებული საღებავით, ღიასივრცისთვის- 450 მ2
- სამშენებლო ნარჩენების გატანა.
მომსახურების გაწევის პერიოდი: 2026 წლის 01 ივნისიდან არაუგვიანეს 20 ივლისამდე.
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის 4
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ: “ შენობა-ნაგებობების ფასადების რემონტი“ ეს
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2026 წლის 11 მაისი 12:00 საათი
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ. #4
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ–ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge.
მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები