ჩაბარების ვადა:
11 მაისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30664 - ტენდერი მომხმარებელთა გამოცდილების (CX) კვლევის განსახორციელებლად
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 5 მაისი 2026 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 11 მაისი 2026 დრო 18:00
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.
ტენდერის აღწერილობა:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს: კვლევა - მომხმარებლის გამოცდილების (Customer Experience – CX) შეფასება.
კონკრეტული დავალება:
კვლევის მიზანია კომპანიის ძირითადი საკონტაქტო წერტილების მიხედვით მომხმარებლის გამოცდილების მიმდინარე მდგომარეობის ანალიზი, კმაყოფილებისა და ლოიალობის დონის განსაზღვრა (მათ შორის NPS ინდიკატორის შეფასება), ასევე არსებული გამოწვევების (pain points) იდენტიფიცირება
- კვლევა მოიცავს შემდეგ არხებს: ავტოგასამართ სადგურებს, Way Mart მაღაზიებს, ქოლ ცენტრს, სოციალური მედიისა და ვებგვერდის ჩატებს, ასევე მობილურ აპლიკაციას.
- მნიშვნელოვანია, რომ შეფასება განხორციელდეს მომხმარებლის სხვადასხვა სეგმენტზე (ერთგული, არარეგულარული, დაკარგული და პოტენციური მომხმარებლები), რათა მიღებული შედეგები იყოს კომპლექსური და გამოყენებადი
- კვლევის შედეგად ველოდებით:
- მომხმარებლის გამოცდილების საერთო სურათს
- ძირითადი პრობლემური წერტილების გამოვლენას
- გაუმჯობესების პრიორიტეტულ რეკომენდაციებს
გადახდის პირობები:
მოლაპარაკების საფუძველზე.
ტენდერის ვადები:
7 კალენდარული დღე.
ხელშეკრულების ვადები
3 თვე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 11 მაისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ანა ბაძაღუა
557430160
ტენდერის კატეგორია:
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა