ჩაბარების ვადა:

25 მაისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30724 - ტენდერი შლაგბაუმების შესყიდვასა და მონტაჟზე კლინიკებში

  • გამომცხადებელი: ვიანი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 9 მაისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 მაისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ,,ვიანი’’ და მასში შემავალი კომპანიები („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობენ  ტენდერს შლაგბაუმების შესყიდვასა და მონტაჟზე კლინიკებში.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით: 

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 25 მაისის18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში: 

  • ტენდერის გამოცხადება 8 მაისი  2026 წ.
  • სატენდერო წინადადებების მიღება:  25 მაისი 2026 წ.
  • გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 5 ივნისი  2026 წ.
  • ხელშეკრულების გაფორმება: 20 ივნისი  2026 წ.

ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები

შესყიდვის ობიექტი: სს ,,ვიანი’’-შლაგბაუმების შესყიდვა, მიწოდება/მონტაჟი.

 პროდუქციის მიწოდების ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია:  მოცემულია დანართ #5_ში. 

პროდუქციის ტექნიკური მახასიათებელი:

LOT I:

  • პარკინგის შლაგბაუმზე განთავსებული იქნება ჭკვიანი კამერა, რომელსაც აქვს მანქანის ნომრის ამოცნობის ფუნქცია. როდესაც შევალთ პარკინგზე შლაგბაუმი ამოიცნობს ნომერს და დაიწყებს დროის ათვლას.
  •  გამოსვლის დროს სერვერზე რომელიც ლოკალურად აყენია დამახსოვრებული იქნება რაოდენობა დროის, რომელიც გადამრავლდება თანხაზე, 1_ლი საათი, მე_2 საათი და ა.შ
  •  გამოსვლის დროს შლაგბაუმი ისევ ამოიცნობს ნომერს და შემდგომ მიაწვდის  გადახდის აპარატს  გადახდის ინფორმაციას. (იგულისხმება როგორც მონეტის აპარატი, ასევე საბანკო ტერმინალი )
  •  წარმატებით გადახდის შემდგომ, აპარატი სერვერს დაუბრუნებს გადახდის დასტურს და სერვერი გახსნის შლაგბაუმს.

LOT II:

  • პარკინგის შლაგბაუმის შესასვლელში განთავსებული იქნება აპარატი, რომელიც შესვლის დროს მოახდენს ქვითრის დაბეჭდვას ან ბარათის მიწოდებას.
  • პარკინგის შლაგბაუმის გასასვლელში იქნება აპარატი, რომელშიც ამავე ქვითრის ან ბარათის შეცურებით დაითვლის დროს და გამოთვლის ღირებულებას, 1_ლი საათი, მე_2 საათი და ა.შ
  • აპარატი მიაწვდით გადახდის აპარატს ინფორმაციას(იგულისხმება როგორც მნეტის აპარატი, ასევე საბანკო ტერმინალი)
  • წარმატებით გადახდის შემდგომ,  აპარატი სერვერს დაუბრუნებს გადახდის დასტურს და სერვერი გახსნის შლაგბაუმს.  

2. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 
  • სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში.

3. შემსყიდველის ვალდებულებები

ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;

4. კონტრაქტორის ვალდებულებები

კონტრაქტორის ვალდებულებებია:

  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
  • ეწვიოს თითოეულ მისამართს და ადგილზე გაიაროს შლაგბაუმის მოწყობისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები

5. დოკუმენტაცია

პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:

მიღება-ჩაბარება წარმოდგენილი უნდა იქნას დადასტურებული და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.

6. სატენდერო წინადადება

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერლილით)
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდატივი - აფიდატივი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • რაოდენობა და განფასებისთვის საჭირო ექსელი -დანართი #1

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

7. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -  სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

8. კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 მაისი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nonmedical_procurements@vian.health

საკონტაქტო პირები:

უჩა ლარცულიანი
ტელ: + 995-511 13-07-38 

თორნიკე ტყეშელაშვილი
ტელ: +995-551-46-44-22
 

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები

დოკუმენტაცია

დანართი # 5 - მისამართები დანართი # 5 - მისამართები
დანართი #1 შლაგბაუმი ნომრის ამომცნობი სისტემით LOT I დანართი #1 შლაგბაუმი ნომრის ამომცნობი სისტემით LOT I
დანართი #1 შლაგბაუმი ქვითრით ღირებულების დათვლის სისტემა LOT II დანართი #1 შლაგბაუმი ქვითრით ღირებულების დათვლის სისტემა LOT II
დანართი-2-ინფორმაცია-პრეტენდენტის-შესახებ-1 (2) დანართი-2-ინფორმაცია-პრეტენდენტის-შესახებ-1 (2)
დანართი-3-ინფორმაციის-კონფიდენციალურობაზე-შეთანხმება (1) დანართი-3-ინფორმაციის-კონფიდენციალურობაზე-შეთანხმება (1)
დანართი-4-აფიდავიტი (3) დანართი-4-აფიდავიტი (3)
სატენდერო-განაცხადი შლაგბაუმების შესყიდვა და მონტაჟი სატენდერო-განაცხადი შლაგბაუმების შესყიდვა და მონტაჟი
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები