ჩაბარების ვადა:

18 მაისი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30730 - ტენდერი Hydraulic Plate Compactor და Hydraulic Quick Coupler-ის შესყიდვა/მონტაჟზე JCB 3CX Backhoe loader-სთვის

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 11 მაისი 2026 დრო 12:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 18 მაისი 2026 დრო 15:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს Hydraulic Plate Compactor და Hydraulic Quick Coupler-ის შესყიდვა/მონტაჟზე JCB 3CX Backhoe loader-სთვის .

1.2 ტექნიკური მოთხოვნები

Hydraulic Plate Compactor

  • წონა: 250 – 450 კგ (სასურველია 300–350 კგ)
  • ძალა: 30 – 50 kN (საშუალოდ 40 kN)
  • ვიბრაციის სიხშირე: 1800 – 2200 rpm
  • ჰიდრავლიკური ნაკადი: 40 – 90 L/min
  • სამუშაო წნევა: 90-140 bar
  • ფირფიტის ზომა: დაახლოებით 600 x 900 mm (საშუალო)
  • თავსებადი JCB 3CX-ზე 

Hydraulic Quick Coupler (Cab-controlled)

  • მუშა წონა (Compatibility): 6–10 ტონა
  • სამუშაო წნევა: 200–210 bar
  • ჰიდრავლიკური ნაკადი: 10–25 L/min
  • წონა: 100–180 კგ
  • Pin სისტემა: Variable pin / Multi-pin (უნივერსალური)
  • Double / Triple locking სისტემა
  • სტანდარტი: ISO 13031 / EN 474
  • მასალა: მაღალი სიმტკიცის ფოლადი
  • თავსებადი JCB 3CX-ზე 

1.3 თავსებადობის მოთხოვნა 

შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს:

  • სრულად თავსებადი ერთმანეთთან
  • სრულად თავსებადი JCB 3CX-თან
  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონტაჟი, მორგება და ტესტირება ადგილზე

1.5 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განზომილების ერთეულის ფასები (ლარში) დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

  • მიწოდებული „საქონელი“ უნდა იყოს განკუთვნილი JCB 3CX-ისთვის;
  • მიწოდებული „საქონელი“ უნდა იყოს ახალი. არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში;
  • მიწოდებული „საქონლის“ ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული „საქონლისათვის“ დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს და შესაძლებელი უნდა იყოს მისი გამოყენება იმ მიზნისთვის, რისთვისაც განხორციელდა მისი შესყიდვა.

1.6 საქონლის მიწოდების ვადა:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოწოდების ვადა დანართი N1-ის მიხედვით ექსელის ფორმატში. ყველაზე ადრე მოწოდებულ საქონელს მიენიჭება პრიორიტეტი.

1.7 საქონლის მიწოდების ფორმა და ადგილი:

ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ მისამართზე მიტანა: ქ. თიბლისი, ფეიქრების 30. მონტაჟის დროს შესაძლებელია მომწოდებლის მისამართზე ტექნიკის გადაყვანა.

1.8 გარანტია და სერვისი

შემოთავაზებულ პროდუქტზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მინიმუმ 12 თვე. მომწოდებელს უნდა შეეძლოს ტექნიკური მხარდაჭერა (როგორც ადგილზე ასევე საკუთარ სერვის ცენტრში) და სწრაფად ცვეთად სათადარიგო ნაწილებზე უნდა გააჩნდეს მარაგი.

1.9 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.0 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

2.1 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად) და თანხმობა განსაკუთრებულ მოთხოვნებზე (პუნქტი 1.5);
  • შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მითითება
  • შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის მითითება
  • შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური პასპორტები
  • შემოთავაზებული საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი პუნქტი 1.9-ის შესაბამისად
  • შევსებული და ხელმოწერით დამოწმებული თანდართული კითხვარები (2 კითხვარი).
    - კითხვარი 01- HMG-202X-XX-Suppliers'-Certification-Questionnaire_GEO-Final
    - კითხვარი 02 - Responsible-Statement-FCC-Code-of-Ethics-and-Conduct_GEO-Final
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
    კომპანიის სრული რეკვიზიტები
    უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილება

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
 

1.9 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით. 

1.10 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი,  არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი,  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის, მხრიდან. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 18 მაისი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილავა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761 

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067

ტენდერის კატეგორია:

  • 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
  • 43200000 მიწის სათხრელი და სახაპავი მანქანები და მათი (მათთან დაკავშირებული) ნაწილები
შეკითხვები