ჩაბარების ვადა:

19 მაისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30731 - ტენდერი ელექტროობის სისტემის კომპლექსურ შემოწმებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 12 მაისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 19 მაისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 12 მაისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფილიალების ელექტროობის სისტემის კომპლექსურ შემოწმებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე, თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ტექნიკური დავალების (#1 დანართი) და მისამართების (#2 დანართი) შესაბამისად;

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა:
  • შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ი:

შენიშვნა: თუ შემსრულებელს 20-მდე დასაქმებული ყავს ან შემსრულებელი წარმოადგენს ფიზიკურ პირს, თვითონ დამსაქმებელს/ფიზიკურ პირს შეუძლია იყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, 20-100-მდე დასაქმებულის შემთხვევაში მინიმუმ 1 დასაქმებული უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, 100-ზე დასაქმებულის შემთხვევაში კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახური/სტრუქტურული ერთეული, სადაც დასაქმებული ეყოლება მინიმუმ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; თუ შემსრულებელს არ ჰყავს სათანადო რაოდენობის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, შემსრულებელი ვალდებულია მოიწვიოს აღნიშნული დარგის სპეციალისტები/ორგანიზაციები;

  • ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი;შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ელექტროდანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;
  • სამუშაოების ჩამტარებელმა დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინოს დასაქმებულთა უბედურიშემთხვევებისაგან დაზღვევის დოკუმენტი;
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
  • რეკომენდაციები - მინიმუმ სამი;

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მიმდინარე წლით დათარიღებული სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი #3 დანართის შესაბამისი ტექსტით, წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება;

  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • ომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
  • სატენდერო წინადადება სატენდერო მოთხოვნების (#1 დანართი) მიხედვით;
  • მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
  • კომპანიის ბოლო ორი წლის წლების ფინანსური ბრუნვა, წარმოდგენილი პასუხისგებელი პირის მიერდამოწმებული საბანკო ამონაწერის (არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობის ბრუნვა);
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შენიშვნა: განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამუშაოს შესრულების ვადა;
  • პრეტენდენტი ვალდებულია ბანკის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;

4. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში;

5. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი დაბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროებისშემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი #4) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას; 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 მაისი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200.

ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ: ძირითადი მომსახურების განყოფილების უფროსი ირაკლი ადამაშვილი, მობ: 591 28 42 02; irakli.adamashvili@lb.ge

დამატებითი პირობები! 

  • სავალდებულოა წინადადების განფასება PDF ვერსიასთან ერთად წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის excel ფაილის სახით;
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მომსახურების დაწყებამდე წარმოადგინოს #5 დანართითგათვალისწინებული დოკუმენტაცია.
  • ტექნოლოგიურ პროცეზე მასალების ინსტალაციის დროს პასუხისმგებლობას იღებს შემსრულებელი და ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს ამის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურება ეკისრება შემსრულებელს;

ტენდერის კატეგორია:

  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

დოკუმენტაცია

განცხადება- ფილიალების ელექტროობის სისტემის კომპლექსური შემოწმება და ტექ მომსახურება განცხადება- ფილიალების ელექტროობის სისტემის კომპლექსური შემოწმება და ტექ მომსახურება
დანართი 1 (ტექნიკური ფაილი) დანართი 1 (ტექნიკური ფაილი)
დანართი 2 (მისამართები) დანართი 2 (მისამართები)
დანართი 3 (სარეკომენდაციო წერილის შაბლონი) დანართი 3 (სარეკომენდაციო წერილის შაბლონი)
დანართი 4 (ხელშეკრულების შაბლონი) დანართი 4 (ხელშეკრულების შაბლონი)
დანართი 5 (მოსათხოვი დოკუმენტაციების სია) დანართი 5 (მოსათხოვი დოკუმენტაციების სია)
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა
შეკითხვები