19 მაისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30739 - ტენდერი Microsoft Intune Plan 1 User Subscription License Annual-ის ლიცენზიების შეძენაზე (300 მომხმარებელზე)
- გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 12 მაისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 მაისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს Microsoft Intune Plan 1 User Subscription License Annual-ის ლიცენზიების შეძენაზე (300 მომხმარებელზე).
ლიცენზიები განკუთვნილია ბანკის სამუშაო მოწყობილობების ცენტრალიზებული მართვისთვის, უსაფრთხოების პოლიტიკების დანერგვისთვის, მობილური მოწყობილობების მართვისთვის დაMicrosoft 365 გარემოში წვდომის კონტროლის გაძლიერებისთვის.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- კომერციული შეთავაზება 300 Microsoft Intune Plan 1 User Subscription License Annual Commitmentლიცენზიაზე;
- ერთი ლიცენზიის ღირებულება და ჯამური ღირებულება;
- ინფორმაცია ლიცენზიის მოქმედების ვადისა და სალიცენზიო პირობების შესახებ;
- დადასტურება, რომ შემოთავაზებული ლიცენზიები არის Microsoft-ის ოფიციალური ლიცენზიები;
- ინფორმაცია პრეტენდენტის Microsoft-ის პარტნიორობის/ავტორიზაციის ან შესაბამისიგამოცდილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ლიცენზიების მიწოდებისა და აქტივაციის ვადები;
- საგარანტიო/მხარდაჭერის პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე:
გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს:
- საბოლოო კომერციული შეთავაზება;
- Microsoft-ის ოფიციალური ლიცენზირების პირობებთან შესაბამისობის დადასტურება;
- ლიცენზიების მიწოდების ზუსტი ვადები;
- საჭიროების შემთხვევაში, Microsoft-ის პარტნიორობის ან ავტორიზაციის დამადასტურებელიინფორმაცია;
- ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო კომპანიის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდანშეთანხმებულ ვადაში, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, თუ მხარეებს შორის სხვა ვადა არშეთანხმდება.
ლიცენზიების მიწოდება უნდა განხორციელდეს ელექტრონულად, Microsoft-ის ოფიციალურისალიცენზიო არხის/პორტალის მეშვეობით, ბანკის შესაბამის tenant-ზე ან ბანკის მიერ მითითებულისალიცენზიო ანგარიშის ფარგლებში.
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ლიცენზიების აქტივაციის პროცესში საჭირო მხარდაჭერა.
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასში უნდა იყოს მითითებული:
- ერთი მომხმარებლის წლიური ლიცენზიის ღირებულება;
- 300 ლიცენზიის ჯამური ღირებულება;
- ფასის ვალუტა;
- დღგ-ის ჩათვლით ან დღგ-ის გარეშე ღირებულება;
- გადახდის პირობები;
- კომერციული შეთავაზების მოქმედების ვადა.
ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ლიცენზიების მიწოდებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.
6. ზოგადი პირობები:
- შემოთავაზებული ლიცენზიები უნდა იყოს Microsoft-ის ოფიციალური და მოქმედი სალიცენზიოპოლიტიკის შესაბამისი;
- ლიცენზიები უნდა იყოს Annual Commitment ტიპის;
- ლიცენზიები უნდა იყოს განკუთვნილი 300 მომხმარებელზე;
- დაუშვებელია არაოფიციალური, მეორადი ან Microsoft-ის სალიცენზიო პოლიტიკასთანშეუსაბამო ლიცენზიების მიწოდება;
- მომწოდებელი პასუხისმგებელია ლიცენზიების დროულ და სრულფასოვან მიწოდებაზე;
- ბანკი იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან განმარტება წარმოდგენილწინადადებასთან დაკავშირებით;
ბანკი არ არის ვალდებული აირჩიოს ყველაზე დაბალი ფასის მქონე წინადადება, თუ იგი სრულად არაკმაყოფილებს მოთხოვნებს.
7. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
პრეტენდენტებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ დადგენილ ვადაში, სრულად შევსებული დამოთხოვნილი დოკუმენტაციით (დანართი #1);
წინადადებაში ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიოდ წარმოდგენილი, რათა შესაძლებელი იყოსლიცენზიის ტიპის, რაოდენობის, ფასის, მიწოდების ვადისა და სალიცენზიო პირობების შეფასება.
არასრულად წარმოდგენილი ან მოთხოვნებთან შეუსაბამო წინადადება შესაძლოა არ იქნესგანხილული.
8. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
- გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში;
9. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი #2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 მაისი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: N/A
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 901 200.
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები