22 მაისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
P
ფასების ცხრილი
T30764 - ბაზრის კვლევა ეკრანის დამცავი ბრონების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ბს2 ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 15 მაისი 2026 დრო 17:30
- წინადადების მიღება მთავრდება: 22 მაისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ბს/2 ჯორჯია“, ს/კ 205274291 აცხადებს ბაზრის კვლევას ეკრანის დამცავი ბრონების შესყიდვაზე. (გაითვალისწინეთ, რომ გვჭირდება მხოლოდ ბრონების შესყიდვა და არა ბრონის დაკვრის სერვისი)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია სატესტო ნიმუშების წარდგენა.
რაოდენობა:
ჯამურად, 3 ტიპის ბრონზე: იხ დანართი 1: სატენდერო განაცხადი
სავარაუდო მოთხოვნა შეადგენს თვეში 900 ცალს. შეკვეთა შეიძლება განაწილდეს თანაბრად (300-300-300), თუმცა საბოლოო რაოდენობები დაზუსტდება შეკვეთის განთავსებამდე.
მოწოდების პირობები:
- სავარაუდო მიწოდების რაოდენობა:
- ყოველთვიურად — 900 ცალი; ან კვარტალურად — 2,700 ცალი.
მონაწილეობის პირობები:
- აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში ფასების ცხრილის სრულად და სწორად შევსება;
- ფასები მითითებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), დღგ-სა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
- შემოთავაზებულ ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება.
მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებული პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ ტექნიკურ პარამეტრებს.
- კვლევაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- კომპანიის რეკვიზიტები (დანართი 3);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
დამატებითი პირობები:
- კვლევაში მონაწილე კომპანიამ მოთხოვნილი სატესტო ნიმუშები უნდა წარმოადგინოს კვლევის დასრულებიდან მაქსიმუმ 10 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ მისამართზე:
თბილისი, დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 - სატესტო ნიმუშისთვის საჭირო ტექნიკურ მასალებსა და ზომებს კომპანია დამატებით გააზიარებს კვლევის დასრულების შემდეგ.
კვლევის ფარგლებში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
- ეკრანის დამცავი ბრონების განფასება;
- საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე ალტერნატიული ვერსია დეტალური აღწერით.
გთხოვთ, tenders.ge-ს ფასის ველში მიუთითოთ ყველაზე ბიუჯეტური ვერსიის ფასით.
შეთავაზებების მიღების ბოლო ვადაა: 22 მაისი, 17:00 საათი.
ტენდერში გამარჯვების ძირითადი კრიტერიუმებია:
- ხარისხი;
- ღირებულება.
დანარჩენი პირობები განისაზღვრება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- შეთავაზებების მიღების ვადა: 2026 წლის 22 მაისი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 557 53 55 00, rusudan.geladze@bs2.Lt
| # | დასახელება | ანალოგი | განზომ. ერთეული | რაოდენობა |
|---|---|---|---|---|
{{ price.name }} |
|
|||
|
მონაწილე ვალდებულია შეთავაზება გააკეთოს ყველა პოზიციაზე
მონაწილეს შეუძლია შეთავაზება გააკეთოს სასურველ პოზიციებზე
|
||||
ტენდერის კატეგორია:
- 32500000 სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები