ჩაბარების ვადა:

5 ივნისი 2026, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30825 - ტენდერი 26 ობიექტზე წყალარინების ქსელის სხვადასხვა ტიპის დაზიანების აღდგენით მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 1 ივნისი 2026 დრო 16:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 ივნისი 2026 დრო 16:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 1 ივნისი 2026 დრო: 16:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს 26 ობიექტზე წყალარინების ქსელის სხვადასხვა ტიპის დაზიანების აღდგენით მომსახურებასთან დაკავშირებით.

1.2 გასაწევი მომსახურების აღწერა, მოთხოვნები და მოვალეობები:

ტენდერის მიზანია შეირჩეს კომპანია და/ან კომპანიები, რომელიც მოახდენს GWP-ის  მიერ განსაზღვრულ და გადმოცემულ ობიექტებზე წყალარინების ქსელის დაზიანების აღდგენას.

პრეტენდენტი კომპანიის მოვალეობებია:

  • ობიექტის მოკვლევა და შესაცვლელი ქსელის ზუსტი მონაკვეთის იდენტიფიცირება - პრეტენდეტმა უნდა მოახდინოს ტენდერის დასრულებამდე და ამის საფუძველზე წარმოადგინოს შეთავაზება
  • სამშენებლო ტერიტორიის მომზადება, საგზაო უსაფრთხოების ნიშნების განთავსება;
  • საექკავაციო სამუშაოები, ძველი ქსელის ამოღება, ახლის მოწყობა;
  • ტრანშეის შევსება და ტკეპნა დანართის შესაბამისად;
  • სამუშაოების წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გატანა და განთავსება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • საჭიორების შემთხვევაში ძველი ჭის დემონტაჟი და ახლის მოწყობა;
  • ჭაში დაერთებების განხორციელება და ჰერმეტიზაციის უზრუნველყოფა;
  • მილს, ქუროს, ჭის რგოლს, ჭის ძირისა და გადახურვის ფილას გადასცემს დამკვეთი, რომლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს შემსრულებელმა. გადაცემის ადგილი ქ. თბილისი ფეიქრების ქუჩა.თუ შემსრულებელი საექსკავაციო სამუშაოების წარმოებისას დააზიანებს სხვა კომუნიკაციებს აღდგენა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით
  • მოწყობილი ქსელის გარეცხვა და დათვალიერება CCTV კამერით 

26 ობიექტის მისამართი, დაზიანების მიახლოებითი აღწერა წარმოდგენილია დანართი N1-ში, ხოლო გრუნტის შევსება, ტკეპნის მეთოდოლოგია დანართი N2-ის სახით.  

ტენდერის ფარგლებში, დაინტერესებული კომპანია ვალდებულია ადგილზე წინასწარ მოიკვლიოს და შეაფასოს თითო ობიექტი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავს ყოველი ობიექტის ღირებულებას. ობიექტების ვიზიტისათვის წინასწარ უნდა შეეხმიანოთ სატენდერო პირობებში განსაზღვრულ ტექნიკურ თანამშრომელს.

შენიშვნა: გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული პირობები და მოთხოვნები, რაც არ არის გათვალისწინებული პრეტენდენტ კომპანიის მოვალეობებში რჩება GWP-ის მხარეს. 

დაინტერესებულ კომპანიას მონაწილეობა შეუძლია მიიღოს როგორც ყველა ობიექტზე, ასევე ნაწილობრივად.  

1.3 განფასება:

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს თავისი კომერციული წინადადება თანდართული დანართი N1-ის შევსების გზით, ყოველი ობიექტისათვის წინასწარ შესწავლისა და შეფასების შესაბამისად ფიქსირებული ფასით,რომელიც უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ყველა გადასახადს. 

1.4 მომსახურების გაწევის  დაწყება, მომსახურების ვადა და საგარანტიო პერიოდი:

შერჩეულ კომპანიას და/ან კომპანიებს GWP დავალებას გადაცემს ერთიანად და/ან ეტაპობრივად კომპანიის მიერ დანართ N1-ში მითითებული გრაფიკისა და/ან რაოდენობის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კომპანიამ დეტალურად უნდა შეავსოს დანართ N1-ში ყოველი ობიექტისათვის მომსახურების დასრულების ვადა.

დაინტერესებულმა კომპანიამ დეტალურად უნდა განსაზღვროს და შეავსოს დანართ N1-ში წარმოდგენილი მომსახურების სამუშაო საათები და პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა შესაბამისი რაოდენობის მითითებით.

საგარანტიო პერიოდი - მომსახურებასთან დაკავშირებულით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - 1 წელი.

1.5 ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღიანი კონსიგნაციით.  

1.6 ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
  •  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • დანართი N1, რომელიც უნდა იყოს სრულად შევსებული და წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც excel-ის ფორმატში, ასევე ხელმოწერილი PDF ფორმატით:

განფასება - ყოველი ობიექტისათვის ფიქსირებული ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს,

შესრულების ვადები - ყოველი ობიექტისათვის,

სამუშაო საათები და პარალელურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა შესაბამისი რაოდენობის მითითებით.

  • კომპანიის სრული რეკვიზიტები;
  • ანალოგიურ ტიპის მომსახურების გამოცდილება მინიმუმ 1 წლის პერიოდით;
  • შევსებული და ხელმოწერით დამოწმებული თანდართული კითხვარები (კითხვარი 1 და კითხვარი 2).

1.8 კონფიდენციალურობა:

მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია უნდა ჩაითვალოს კონფიდენციალურად და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული მომსახურების გაწევის ფარგლებში და მიზნებისათვის. შერჩეულ კომპანიასთან გაფორმდება განცხადება ინფორმაციის გაუმჟღავნელობის შესახებ, რომელიც თან ერთვის დოკუმენტაციას. 

1.9 სხვა მოთხოვნა:

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    · გაკოტრების პროცესში;
    · ლიკვიდაციის პროცესში;
    · საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60(სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან. 

 პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ივნისი, 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი

საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 19 25 00 

ტექნიკური მიმართულებით: 

საკონტაქტო პირი: საბა ჩინჩალაძე 
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: schinchaladze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4608); 596 111 137

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები