3 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30856 - ინტერესთა გამოხატვა Dell სერვერების 1 წლიანი საგარანტიო მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ბაზისბანკი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევის გამოცხადებით, ბაზისბანკი გეგმავს შეარჩიოს ოპტიმალური შეთავაზება შემდეგი პროდუქტების შეძენაზე:
Dell სერვერების 1 წლიანი საგარანტიო მომსახურება
ინტერესთა გამოხატვაზე წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას კანდიდატი კომპანიის გამოცდილებასა და კომპეტენციებზე.
ტერმინთა განმარტებები:
კანდიდატი - საქართველოს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმაციულ უსაფრთხოების სფეროშისაქმიანობის და გამოთქვამს სურვილს წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად წარადგინოსწინადადება;
წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები:
კანდიდატები ვალდებულნი არიან ინტერესთა გამოხატვასთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია დადოკუმენტები:
- კომპანიის მოკლე რეზიუმე;
- გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორის შესაძლებლობას მოგვაწოდოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროდუქტი.იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებითსაჭიროა წარმოდგენილ იქნეს პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელიდოკუმენტები თითოეული ქვეკონტრაქტორისათვის;
- გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსები და/ან სხვა მტკიცებულებები;
- ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ბანკმა შესაძლოა მოიწვიოსკანდიდატები პრეზენტაციის გაკეთების მიზნით.
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წინადადებების წარდგენა:
ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მეილზე: tenders@basisbank.ge
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 3 ივნისი, 18:00 თბილისის დროით.
კანდიდატების შერჩევა
- კანდიდატთა „მოკლე სიას“ (shortlist), ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდგომ, განსაზღვრავს ბანკში შექმნილი კომისია.
- „მოკლე სიაში“ შევლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილებენინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებს, მათ შორის მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმებს.
- „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს გადაეცემათ დაზუსტებული მოთხოვნა მოსაწოდებელი პროდუქტების შესახებ.
- „მოკლე სიის“ შედგენის ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ.
- კანდიდატების „მოკლე სიის“ შესარჩევი კრიტერიუმები განსაზღვრება კომისიის მიერ. კანდიდატების შერჩევისკრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს ან შესწორდეს ნებისმიერ დროს განაცხადების მიღებისათვის განსაზღვრულსაბოლოო ვადამდე. ინფორმაცია ასეთი ცვლილებების ან შესწორებების შესახებ გამოქვეყნდება ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
საჯაროობა
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე საჯარო განცხადებების ანგამოსვლების გაკეთება დაიშვება მხოლოდ ბანკის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.
ვალდებულებისგან თავისუფლება
ამ მოწვევით, სს ბაზისბანკი არ იღებს ვალდებულებას შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი, ან აუნაზღაუროს რაიმე ხარჯინებისმიერ კანდიდატს. დოკუმენტების წარდგენა კანდიდატს არ ანიჭებს ბანკის მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენისუფლებამოსილებას იმის გამო, რომ ასეთი კომპანია გამოეხმაურა მოთხოვნას წინადადებების წარდგენის თაობაზე.
ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის საპასუხოდ გაწეული ყველა ხარჯი და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაციისმოთხოვნა იქნება კანდიდატის ხარჯების ნაწილი.
ზეგავლენის მცდელობა
- კანდიდატის ან მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს გავლენაინტერესთა გამოხატვის პროცესზე, შეიძლება დასრულდეს კანდიდატის დისკვალიფიკაციით.
- სამსახურის უფლებამოსილებანი ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით კომისია ინტერესთა გამოხატვასთანდაკავშირებით უფლებამოსილია:
- უარი თქვას ან შეცვალოს ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის პირობები (მათ შორის, „მოკლე სიის“ შესარჩევიკრიტერიუმები) წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებით;
- კანდიდატის მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მოითხოვოს დაზუსტება ან დამატებითიდოკუმენტაცია;
- დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომლის განაცხადი ინტერესთა გამოხატვაზე არშეესაბამება ამ მოწვევით განსაზღვრულ ინსტრუქციებს;
- დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომელიც ინტერესთა გამოხატვაზე განაცხადშიდაამახინჯებს არსებულ ფაქტებს;
- უკან გამოიწვიოს ეს მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე, ან ხელმეორედ მოიწვიოს კანდიდატები იმავე ან სხვასაფუძვლით, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
- არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად ან განაგრძოს კანდიდატების შერჩევა, ანგაუგზავნოს „მოკლე სიაში“ მოხვედრილ კანდიდატებს მოთხოვნა წინადადებების წარდგენის თაობაზე; და/ანშეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ინტერესთა გამოხატვის და შეფასების ვადებში, ან ამ მოწვევისსტრუქტურაში, ან შინაარსში და განათავსოს აღნიშნული სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
გამოყენებადი სამართალი
ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი და დოკუმენტების წარდგენა რეგულირდება საქართველოსკანონმდებლობით.
დეტალიზაიცა:
3 ცალი Dell PowerEdge R650 სერვერის 1 წლიანი საგარანტიო მომსახურების სერვისი ProSupport and Next Business Day Onsite Service Reinstate
ტენდერის კატეგორია:
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები