ჩაბარების ვადა:

12 ივნისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30909 - ტენდერი გაფართოებული კიბერსაფრთხეების დაზვერვის და გარე რისკების მონიტორინგის პლატფორმის (XTI) დანერგვაზე

  • გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL, USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 2 ივნისი 2026 დრო 10:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 12 ივნისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ჰეშ ბანკი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გაფართოებული კიბერსაფრთხეების დაზვერვის და გარე რისკების მონიტორინგის პლატფორმის (XTI) დანერგვაზე. . დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

ტენდერის გამოცხადება:  2 ივნისი 2026
სატენდერო წინადადებების მიღება: 12 ივნისი 2026

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ. 

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია დანართი #1 სახით, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას.

მოთხოვნები მომწოდებელ კომპანიის მიმართ და წარმოსადგენი დოკუმნეტების ჩამონათვალი:

  • პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის მიერ გაცემული ავტორიზაციის წერილი/ფორმა (MAF).
  • პრეტენდენტ კომპანიას უნდა ჰყავდეს არანაკლებ ერთი ტექნიკური სპეციალისტი/ინჟინერი, რომელიც სერტიფიცირებული იქნება შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლის მიერ და პასუხისმგებელი იქნება პროდუქტის ინსტალაციის, კონფიგურაციისა და ბანკის ინფრასტრუქტურასთან ინტეგრაციის განხორციელებაზე.
  • პრეტენდენტ კომპანიას ბოლო 12 თვის განმავლობაში წარმატებით განხორციელებული უნდა ჰქონდეს შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის (Implementation) არანაკლებ ერთი პროექტი.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება/ფასთა ცხრილი დანართი #2 სახით, PDF ფორმატში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ასევე ექსელის ფაილის სახით.
  • დანართი #3 - კომპანიის რეკვიზიტები;
  • მომწოდებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს დანერგილი მინიმუმ 1 ანალოგიური პროექტი. ფაქტის დასადასტურებლად გთხოვთ წარმოადგინოთ გაფორმებული ხელშეკრულება ან სხვა დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი
  • მომწოდებელმა კომპანიამ 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა განახორციელოს  მოწოდებული პროდუქტის ინსტალაცია და კონფიგურაცია შემსყიდველი კომპანიის ტექნიკური ჯგუფის დავალების/ამოცანის მიხედვით
  • იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას(ჯამური თანხის 20%-ის და მეტის ოდენობით), გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  •  მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ივნისი,18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: GEL, USD;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: misha.dididze@hashbank.ge, sofo.jafaridze@hashbank.geან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 595 255 221, +995 599 955 668.

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები