19 ივნისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT30945 - ტენდერი ელექტროენერგიის აკუმულირებისა და შენახვის ბატარეების სისტემის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 ივნისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ელექტროენერგიის აკუმულირებისა და შენახვის ბატარეების სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით. #04/06-GIEC-BESS-/26
დამკვეთი: Georgian International Energy Corporation
კომპანიის პროფილი: Georgian International Energy Corporation წარმოადგენს განახლებადი ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია მზის ენერგეტიკული პროექტების განვითარებასა და განხორციელებაში.
ამ ეტაპზე კომპანიას გააჩნია 4 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები, ხოლო დამატებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 4-5 მეგავატს.
პროექტები ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტში სოფელი სკრას ტერიტორიაზე.
- პროექტი №1 – 1 MW AC Solar + 2 MWh BESS
- პროექტი №2 – Utility Scale BESS
- პროექტი №3 – მცირე ზომის ენერგოდაგროვების სისტემა
პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სატენდერო ინფორმაციაში.
პროდუქციის მიწოდების ვადაა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 130 კალენდარული დღე
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
წინადადების წარდგენის წესი:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება და ნომერი #04/06-GIEC-BESS-/26
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლებისა და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
წინადადების ჩაბარებების მისამართი: ქ.თბილისი, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.
ტენდერში წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 19 ივნისი 17:00 საათი
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ლუკა ჩხაიძე
ტელეფონი: 595 775 775
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ავთანდილ მანჯავიძე
ტელეფონი: 595 711 272
ტენდერის კატეგორია:
- 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა
- 31400000 აკუმულატორები, დენის პირველადი წყაროები და პირველადი ელემენტები