19 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30952 - ტენდერი საქართველოს მასშტაბით ჰორიზონტალური ბურღვის (კროტის) მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სილქნეტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით, ჰორიზონტალური ბურღვის (კროტის) მომსახურების შესყიდვაზე. გთხოვთ იხილოთ დანართი #1, სადაც ტენდერში მონაწილეკომპანიამ უნდა წარმოადგინოს ფასები ლარში საქართველოს კანონმდებლობითგათვალისწინებული ყველა გადასახადის, მათ შორის დღგ-ს ჩათვლით. ასევე, სამუშაოს შესრულების ვადა და გადახდის პირობა.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 19 ივნისის ჩათვლით (18:00 საათი) დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7.
ჰორიზონტალური ბურღვის მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის მანძილზე. სილქნეტის მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
ტენდერის # - 2026/15
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება - 2026 წლის 19 ივნისის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში - 10 საათიდან 18 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიაზე ზოგადი ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- კლიენტების ჩამონათვალი;
- კომპანიის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სარეკომენდაციო წერილები;
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში და CD დისკზე;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით;
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ლაშა გამგებელი
ტელეფონი: 595 11 66 24
E-mail: Lgamgebeli@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის # 7
ტენდერის კატეგორია:
- 45221250 მიწისქვეშა სამუშაოები, რომლებიც არ არის დაკავშირებული გვირაბების, შახტებისა და მეტროს მშენებლობასთან