15 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30969 - ტენდერი Smart net - ის ლიცენზიების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 ივნისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს ტენდერს Smart net - ის ლიცენზიების შესყიდვაზე.
აღნიშნული ტენდერის ფარგლებში განხილული უნდა იყოს კონტრაქტის ორი ვარიანტი — 1-წლიანი და 3-წლიანი; გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა შერჩეული ვადის შესაბამისად.
შპს თეგეტა მოტორსი წარმოდგენილია ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ფართო ბაზარზე. არის საქართველოს უმსხვილესიკომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი.
თეგეტა მოტორსი, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილოეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკისდიაგნოსტირებას და შეკეთებას გულისხმობს.
| Part Number | Item Description | რაოდენობა |
| CON-SNT-FPR411IG | SNTC-8X5XNBD Cisco Firepower 4110 | 2 |
|
CON-ECMU-SFMMCVWK |
SWSS UPGRADES Cisco Firepower Management Center, (VMWa) | 1 |
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ელექტრონულ სისტემაში უნდა აიტვირთოს როგორცექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯს და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF - Manufacturer’s Authorization Form)
- ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური შესყიდვის ობიექტის მიწოდების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ვენდორის/პლატფორმის აქტიური მემბერშიფის ან პარტნიორობის დამადასტურებელიდოკუმენტი.
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდაიყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი(სასურველია);
- მსგავსი (ანალოგიური) შესრულებული პროექტების ჩამონათვალი
- მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი შესრულებული პროექტების შესახებ(სასურველია).
- ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (Current +45 days)
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო, ქალაქი თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 129.
- შესყიდვის ობიექტის მოწოდება ხდება ერთიანად.
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „თეგეტა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ივნისი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებულიკითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის დაწარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
- 72261000 პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მომსახურებები