24 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT30981 - ტენდერი ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე „ნეოგაზის“ ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის
- გამომცხადებელი: გაზ ენდ პეტროლ კომპანი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 24 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ აცხადებს ტენდერს ზამთრის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე „ნეოგაზის“ ავტო გაზგასამართი სადგურებისთვის.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- აგგს-ის გამმართველის ზამთრის დათბილული ბრენდირებული შარვალი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 230 ცალი.
- აგგს-ის გამმართველის ზამთრის დათბილული ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 230 ცალი.
შენიშვნა:
- რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას.
- ქსოვილის ტონალობა და ლოგოს დატანის მეთოდი შეთანხმდება შემსყიდველთან.
დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:
- სპეც. ტანსაცმლის დიზაინები - Design
- ლოგოტიპები (ქართული და ინგლისური) - Logo
- სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური პარამეტრები - დანართი_N1
- კომერციული წინადადების შესავსები ფორმა - დანართი_N2
შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N2-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი N121;
- შესაბამისობის სერტიფიკატები და სხვა ტიპის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს გამოყენებული მასალების (ქსოვილის) შესაბამისობას მოთხოვნილ ტექნიკურ პარამეტრებთან;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეორეესტრიდან) და საკონტაქტო ინფორმაცია;
- გამოსაყენებელი ქსოვილ(ებ)ის და ბრენდირების ნიმუშები;
- მოთხოვნის შემთხვევაში, 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდირებული ნიმუშები თითოეული პოზიციისთვის.
წინადადების წარდგენის წესი:
წინადადების წარდგენის წესი:
I ეტაპი: დოკუმენტაცია/ კომერციული წინადადება უნდა გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ. ფოსტაზე echachanidze@neogas.ge არაუგვიანეს 2026 წლის 24 ივნისისა;
II ეტაპი: კომერციული წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდირებული ნიმუშები თითოეული პოზიციისთვის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში (აუცილებელია!) მისამართზე: ქ. თბილისი, ვორონინის შესახვევი N14.
შესასყიდი პროდუქციის მოწოდების წესი და ვადები:
სპეც.ტანსაცმლის დამზადება და მოწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში (! მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 24 ივნისისა) შემდეგი პირობებით:
(ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მომწოდებლებმა უნდაუზრუნველყოს თითოეული დასახელების სრულყოფილი ბრენდირებული ნიმუშის მოწოდებატექნიკურ დახასიათებაში მითითებული ზომების მიხედვით.
(ბ) ნიმუშების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დამკვეთი დაადგენს წარმოდგენილი ნიმუშების მოთხოვნებთან შესაბამისობას და დააზუსტებს შეკვეთისრაოდენობებს ზომების მიხედვით მომწოდებლისთვის დაზუსტებული შეკვეთის გადასაცემად.
(გ) მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შეკვეთის შესრულება და დამკვეთისათვის ჩაბარებადაზუსტებული შეკვეთის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
საკონტაქტო პირი:
ესმა ჩაჩანიძე
ელ.ფოსტა: echachanidze@neogas.ge
(599) 67-14-14
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 ივნისი 18:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები