ჩაბარების ვადა:

17 ივნისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31006 - ტენდერი NG SIEM- SandBox-Cloud Security შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ა გრუფი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 11 ივნისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 17 ივნისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 11 ივნისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ა გრუფი აცხადებს ტენდერს NG SIEM- SandBox-Cloud Security -ის შესყიდვაზე.

მიზანი

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს სს სადაზღვევო კომოანია ალდაგის მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება. სს ა გრუფი" -ს,, - RFP- NG SIEM- SandBox-Cloud Security -ის შესყიდვაზე შერჩეულ პრეტენდენტ / ებ / თან გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები: ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს .

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს: 2026 წლის 17 ივნისისა
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ჩარჩო ხელშეკრულება.

ენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება - 10 ივნისი 2026 წელი
  • სატენდერო წინადადებების მიღება - 17 ივნისი 2026 წელი
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 26 ივნისი
  • ხელშეკრულების გაფორმება - 30 ივნისი 2026 წელი

სს ა გრუფი იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩერო ს ტენდერი, არ გააგრძელო ს ტენდერი, შეწყვიტო ს ან/ და გამოაცხადო ს ახალი ტენდერი

პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასუ რი პასუხისმგებლობის დაკისრებას სს ა გრუფისთვის

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების

კონფიდენციალურობა.

  • გთხოვთ სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია
  • შემოთავაზებაში თანხა უნდა იყოს დოლარში წარმოდგენილი.
  • გთხოვთ შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

შემოთავაზება

შერჩევა ტარდება დანართი 1 -ით განსაზღვრული სპეციფიკაციების შესაბამისად.

კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მომსახურების ფასი;
  • გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
  • შეკვეთილი პროდუქციის მოწოდების ვადა
  • კომპანიის გამოცდილება

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით

სს ა გრუფი "უფლებამოსილია საკვალიფიკაციო არსებულ დოკუმენტაციაში ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

პასუხისმგებლობა:

ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტ/ებ/თან დაიდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„მომწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არ აქვს უფლება შეცვალოს ხელშეკრულებაში ფიქსირებული მომსახურების ტარიფები.“

კონფიდენციალობა

  • შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს სადაზღვევო კომპანია
  • ალდაგის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

დანართი

დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • დანართი 1
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 17 ივნისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო მეილი:
ma.meshvelashvili@aldagi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
შეკითხვები