ჩაბარების ვადა:

25 ივნისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31090 - ტენდერი Nutanix-ის სერვერების ლიცენზიების განახლებაზე

  • გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 18 ივნისი 2026 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 ივნისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 18 ივნისი 2026 დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ჰეშ ბანკი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს Nutanix-ის ლიცენზიების განახლებაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალებით

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

  • ტენდერის გამოცხადება:  18 ივნისი 2026 წელი
  • ტენდერის დასრულება:   25 ივნისი 2026 წელი

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განმარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლები:

Nutanix - 1 წლიანი ლიცენზიის გაგრძელებ

პროდუქტის კოდი/დასახელება პროდუქტის დასახელება რაოდენობა
SWB-CB-PRO-PR Standard commercial bundle with a subscription for NCI Pro Software License, NCM Starter Software License & Production Software Support Service 1Y license for 144 Core
SWA-NCI-ADR-PR Subscription, Nutanix Cloud Infrastructure (NCI) Advanced Replication add-on Software License & Production Software Support Service 1Y license for 144 Core
NX-1175S-G7 Nutanix NX hardware platform/appliance, CPU: Intel(R) Xeon(R) Gold 6226R, RAM: 384GB, existing hybrid storage configuration — official hardware support renewal for 1 year 4 Units


მოთხოვნები
 მომწოდებელ კომპანიის მიმართ და წარმოსადგენი დოკუმნეტების ჩამონათვალი:

მომწოდებელი კომპანია უნდა იყოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებლის ოფიციალური პარტნიორი და უნდა წარმოადგინოს ავტორიზაციის ფორმა ამ კონკრეტული შესყიდვისთვის (MAF);

დანართი #1- შემსყიდველის ტექნიკური დოკუმენტაცია და მოთხოვნები, რომელიც თან ერთვის სატენდერო დოკუმენტაციას;

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება/ფასთა ცხრილი დანართი #2 სახით, PDF ფორმატში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ასევე ექსელის ფაილის სახით

დანართი #3 - კომპანიის რეკვიზიტები;

გამოცდილება : აუცილებელია პრეტენდენტს ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 1 ანალოგიური პროექტის გამოცდილება, რომელიც მოიცავს Nutanix software subscription/support renewal-ს ან/და Nutanix hardware support renewal-ს. გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით/ხელშეკრულებით/მიღება-ჩაბარების აქტით ან დამკვეთის წერილით.

ტექნიკური მხარდაჭერა: Software მხარდაჭერა უნდა იყოს Nutanix Production Software Support არანაკლებ 24x7x365 რეჟიმში 1 წლის განმავლობაში და მოიცავდეს მწარმოებლის ოფიციალური support policy-ით გათვალისწინებულ software updates, bug fixes, patches და major releases-ს მოქმედი support contract-ის პერიოდში.

ლიცენზიის ვალიდაცია: ყველა ლიცენზია უნდა იყოს რეგისტრირებული და ვალიდური მომხმარებლის (შესყიდვის განმახორციელებელი ორგანიზაციის) სახელზე.

მიწოდება: სერვისის/ლიცენზიის აქტივაცია/გაგრძელება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს:

  • End Of Hardware Support - NX-1175S-G7 hardware support — 2026 წლის 30 ივნისი.
  • End Of License - software license / Production Software Support — 2026 წლის 18 აგვისტო;

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 ივნისის 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში დანართი #1.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ტენდერთან დაკავშირებით - misha.dididze@hashbank.ge ,ტექნიკური საკითხებთან დაკავაშირებით - gia.shiukashvili@hashbank.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 595 255 221, +995 593 238 830

ტენდერის კატეგორია:

  • 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები