
ჩაბარების ვადა:
30 იანვარი 2015, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT311 - ტენდერი არასაკვები პროდუქტების შესყიდვა-მიწოდებაზე
ტენდერის აღწერილობა:
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარი) წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ტენდერს QR01-15 არასაკვები პროდუქტების შესყიდვა-მიწოდებაზე ჰუმანიტარული პროგრამებისათვის საქართველოში.
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აღნიშნული პროფილით მუშაობის გამოცდილების მქონე რეგისტრირებულ ფირმებს.
დეტალური სატენდერო ინფორმაციისა და განაცხადის (ანკეტის) მიღების პროცედურა:
დეტალური სატენდერო ინფორმაციისა და განაცხადის (ანკეტის) მიღება შესაძლებელია გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ოფისში, შემდეგ მისამართზე:
ალ. ყაზბეგის გამზირი 2ა, მე-4 სართული, თბილისი
(ყოფილი ასტროფიზიკური ობსერვატორიის შენობა)
საკონტაქტო პირი: ეკა ვალიშვილი, მრჩეველი პროგრამის საკითხებში
ტელეფონი: 238 6202
ტენდერის დახურვის თარიღი: 30 იანვარი, 2015 წელი, 12:00 სთ.