ჩაბარების ვადა:

30 ივნისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31108 - ტენდერი კარტრიჯების აღდგენა/დამუხტვისა და პრინტერების შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს დიპლომატ ჯორჯია
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 19 ივნისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივნისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 19 ივნისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დიპლომატ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების აღდგენა/დამუხტვისა და პრინტერების შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე.

აღნიშნული ტენდერები ცხადდება 2026 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრქტი ძალაში შევა შემდეგი თარიღიდან: 2026 წლის 1 აგვისტოდან;

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:

  • კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი);
  • კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს: მომსახურების ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს;
  • დანართის N1-ის სრულყოფილად შევსება როგორც კარტრიჯების, ასევე, პრინტერის მომსახურებების შესახებ;
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ);
  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge; 

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • მომსახურება უნდა განხორციელდეს შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათში სტანდარტულად, ხოლო არასტანდარტულად კვირაში ერთხელ გამოძახების დღესვე;
  • მომსახურება უნდა განხორციელდეს შპს დიპლომატ ჯორჯიას ოფისში, თენგიზ ჩანტლაძის I შესახვევი, თბილისი;
  • მომსახურება უნდა განხორციელდეს სამუშაო სააათებში; 

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების ღირებულებას დამკვეთი აანაზღაურებს მომსახურების მიღებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდა ხუთი) დღის ვადაში; 
  • კომპანიის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ან/და სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე;
  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;  

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „დიპლომატ ჯორჯიას“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „დიპლომატ ჯორჯია“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ივნისი 17:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების კოორდინატორი:
საკონტაქტო პირი: თამთა ძამაშვილი
ელ. ფოსტა: tamtad@diplomat-global.com
ტელ: +995 557 93 91 22

შესყიდვების სუპერვაიზერი:
საკონტაქტო პირი: ნინო ბეროზაშვილი
ელ. ფოსტა: 
n.berozashvili@diplomat-global.com
ტელ: +995 598 27 44 26

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ტენდერის კატეგორია:

  • 50313000 რეპროგრაფიული მანქანების ტექნიკური უზრუნველყოფა (მომსახურება) და შეკეთება
შეკითხვები