ჩაბარების ვადა:

30 ივნისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31135 - ტენდერი ოფისის ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე

  • გამომცხადებელი: ბაზისბანკი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივნისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ბაზისბანკის განზრახულებანი:  ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევის გამოცხადებით, ბანკი ახორციელებს ბაზრისა და ფასთა მოკვლევას, რათა შეისწავლოს ბაზარზე არსებული პროდუქცია და ფასები შემდეგ პროდუქტზე:

ოფისის ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა:

ინტერესთა გამოხატვაზე წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იძლეოდეს ნათელ წარმოდგენას კანდიდატი კომპანიის გამოცდილებასა და კომპეტენციებზე.

ტერმინთა განმარტებები:

კანდიდატი - საქართველოს რეზიდენტი თუ არარეზიდენტი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმაციულ უსაფრთხოების სფეროში საქმიანობისდა გამოთქვამს სურვილს წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად წარადგინოს წინადადება;

წარმოსადგენი წინადადების მახასიათებლები:

კანდიდატები ვალდებულნი არიან ინტერესთა გამოხატვასთან ერთად წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია დადოკუმენტები:

  • კომპანიის მოკლე რეზიუმე;
  • გამოცდილების აღწერა, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის ან კანდიდატის პარტნიორი კომპანიის/ქვეკონტრაქტორის შესაძლებლობას მოგვაწოდოს წარმოდგენილი წინადადებით შემოთავაზებული პროდუქტი. იმშემთხვევაში, თუკი კანდიდატის გამოცდილება ეყრდნობა ქვეკონტრაქტორების გამოცდილებას, დამატებითსაჭიროა წარმოდგენილ იქნეს პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტებითითოეული ქვეკონტრაქტორისათვის;
  • გამოცდილების აღწერის განაცხადს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტები, რეკომენდაციები, რეფერენსებიდა/ან სხვა მტკიცებულებები;
  • ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ბანკმა შესაძლოა მოიწვიოსკანდიდატები პრეზენტაციის გაკეთების მიზნით.

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წინადადებების წარდგენა

ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მეილზე: tenders@basisbank.ge

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივნისი, 18:00 თბილისის დროით.

კანდიდატების შერჩევა:

  • კანდიდატთამოკლე სიას“ (shortlist), ინტერესთა გამოხატვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდგომ, განსაზღვრავსბანკში შექმნილი კომისია.
  • მოკლე სიაშიშევლენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილებენინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობებს, მათ შორის მოკლე სიაში მოხვედრის კრიტერიუმებს.
  •  „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს გადაეცემათ დაზუსტებული მოთხოვნა მოსაწოდებელი პროდუქტების შესახებ.
  • მოკლე სიისშედგენის ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ.
  • კანდიდატებისმოკლე სიისშესარჩევი კრიტერიუმები განსაზღვრება კომისიის მიერ. კანდიდატების შერჩევისკრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს ან შესწორდეს ნებისმიერ დროს განაცხადების მიღებისათვის განსაზღვრულსაბოლოო ვადამდე. ინფორმაცია ასეთი ცვლილებების ან შესწორებების შესახებ გამოქვეყნდება ბანკის ოფიციალურ  ვებ გვერდზე.

საჯაროობა:

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე საჯარო განცხადებების ანგამოსვლების გაკეთება დაიშვება მხოლოდ ბანკის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.

ვალდებულებისგან თავისუფლება:

ამ მოწვევით, სს ბაზისბანკი არ იღებს ვალდებულებას შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი, ან აუნაზღაუროს რაიმე ხარჯინებისმიერ კანდიდატს. დოკუმენტების წარდგენა კანდიდატს არ ანიჭებს ბანკის მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენისუფლებამოსილებას იმის გამო, რომ ასეთი კომპანია გამოეხმაურა მოთხოვნას წინადადებების წარდგენის თაობაზე.

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის საპასუხოდ გაწეული ყველა ხარჯი და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაციისმოთხოვნა იქნება კანდიდატის ხარჯების ნაწილი.

ზეგავლენის მცდელობა:

კანდიდატის ან მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს გავლენაინტერესთა გამოხატვის პროცესზე, შეიძლება დასრულდეს კანდიდატის დისკვალიფიკაციით.

სამსახურის უფლებამოსილებანი ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით კომისია ინტერესთა გამოხატვასთანდაკავშირებით უფლებამოსილია:

  • უარი თქვას ან შეცვალოს ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევის პირობები (მათ შორის, „მოკლე სიისშესარჩევიკრიტერიუმები) წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებით;
  • კანდიდატის მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მოითხოვოს დაზუსტება ან დამატებითიდოკუმენტაცია;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომლის განაცხადი ინტერესთა გამოხატვაზე არ შეესაბამებაამ მოწვევით განსაზღვრულ ინსტრუქციებს;
  • დისკვალიფიკაცია მისცეს ნებისმიერ იმ კანდიდატს, რომელიც ინტერესთა გამოხატვაზე განაცხადშიდაამახინჯებს არსებულ ფაქტებს;
  • უკან გამოიწვიოს ეს მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე, ან ხელმეორედ მოიწვიოს კანდიდატები იმავე ან სხვასაფუძვლით, ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;
  • არ მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას ამ პროცესის შედეგად ან განაგრძოს კანდიდატების შერჩევა, ან გაუგზავნოსმოკლე სიაშიმოხვედრილ კანდიდატებს მოთხოვნა წინადადებების წარდგენის თაობაზე; და/ან შეიტანოსნებისმიერი ცვლილება ინტერესთა გამოხატვის და შეფასების ვადებში, ან ამ მოწვევის სტრუქტურაში, ანშინაარსში და განათავსოს აღნიშნული სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

გამოყენებადი სამართალი:

ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი და დოკუმენტების წარდგენა რეგულირდება საქართველოსკანონმდებლობით.

დეტალიზაიცა:

ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობა

1. პროექტის აღწერა:

ორგანიზაცია გეგმავს 12-სართულიანი საოფისე შენობის ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიცმოიცავს სრულფასოვან სადენიან ქსელს.

ქსელი უნდა უზრუნველყოფდეს:

  • მაღალი წარმადობას
  • უსაფრთხოებას
  • მასშტაბირებას
  • ცენტრალიზებულ მართვას

შენობაში თითოეულ სართულზე უნდა განთავსდეს წვდომის (Access) დონე, რომელიც დაკავშირებული იქნებააგრეგაციის/ბირთვის დონესთან.

2. ქსელის არქიტექტურა:

ქსელის არქიტექტურა უნდა იყოს მინიმუმ ორდონიანი:

2.1 Access Layer:

  • თითოეულ სართულზე
  • 3 ერთეული 48-პორტიანი Gigabit Ethernet (Non-PoE) სვიჩი
  • 1 ერთეული 48-პორტიანი Gigabit Ethernet (PoE) სვიჩი

2.2 Aggregation/Core Layer:

  • 2 ერთეული აგრეგაციის სვიჩი 2 ცალი კვების ბლოკით (redundant რეჟიმში)

2.3 ტოპოლოგია:

  • Access სვიჩები უკავშირდება აგრეგაციის სვიჩებს 2 ცალი 10G uplink-ით single mode ოპტიკური კაბელით
  • აგრეგაციის დონეზე უნდა არსებობდეს 100G სიჩქარის uplink
  • ქსელი უნდა იყოს მაღალი მდგრადობის და არ ჰქონდეს ერთ წერტილზე დამოკიდებული რისკი (single point of failure)

3. Access Layer მოთხოვნები:

Access სვიჩები უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ შემდეგ მოთხოვნებს:

3.1 ფიზიკური პორტები:

  • 48 × 10/100/1000 Base-T Ethernet პორტები
  • მინიმუმ 4 × 10G SFP+ uplink პორტი

3.2 PoE მხარდაჭერა (PoE სვიჩებისთვის):

  • PoE+ მხარდაჭერა
  • საკმარისი კვების რესურსით POE მოწყობილობებისთვის (AP, ტელეფონი და სხვ.)

3.3 ფუნქციონალი:

  • Stacking მხარდაჭერა
  • VLAN / Private VLAN
  • Port Security
  • IEEE 802.1x ავთენტიკაცია
  • DHCP Snooping
  • IP Source Guard (IPSG)
  • Dynamic ARP Inspection

4. Aggregation / Core Layer მოთხოვნები:

თითოეული Aggregation სვიჩი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

4.1 პორტები:

  • მინიმუმ 24 × 10G SFP+ პორტი
  • მინიმუმ 4 × 100G uplink პორტი
  • Stacking ან მსგავსი redundancy ტექნოლოგია
  • Layer 2 / Layer 3 ფუნქციონალი

4.2 თავსებადობა:

  • უნდა იყოს თავსებადი სხვა ვენდორების მოწყობილობებთან

5. ქსელის მართვის სისტემა:

უნდა დაინერგოს ცენტრალიზებული მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს:

  • ქსელის მონიტორინგი (წარმადობა, ალერტები)
  • კონფიგურაციის ცენტრალიზებული მართვა
  • მოწყობილობების lifecycle მართვა
  • გაუმართაობის მართვა და ანალიზი
  • ქსელის ვიზუალიზაცია (topology map)

6. ოპტიკური ტრანსივერები და აქსესუარები:

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

  • საჭირო რაოდენობის 10G ოპტიკური მოდულები (SM/MM) access-aggregation კავშირებისთვის
  • 100G მოდულები aggregation uplinks-ისთვის
  • stacking კაბელები

7. სერვისები და მიწოდება:

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

7.1 მიწოდება:

  • სრული აღჭურვილობის მიწოდება
  • შესაბამისი აქსესუარებით

7.2 მხარდაჭერა:

  • მინიმუმ 3-წლიანი გარანტია და სერვისი
  • ტექნიკური მხარდაჭერა (hardware + software)

7.3 იმპლემენტაცია:

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქსელის სისტემის სრული დანერგვა, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ქსელის არქიტექტურის დეტალური დიზაინის შემუშავება
  • მაღალი ხელმისაწვდომობის (HA) მექანიზმების დაპროექტება
  • ყველა ქსელური მოწყობილობის საბაზისო და ოპერაციული კონფიგურაცია
  • მართვის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების პარამეტრების გამართვა
  • აუთენტიფიკაციის მექანიზმების (მაგ. 802.1X, RADIUS) ინტეგრაცია
  • ქსელის მართვის სისტემასთან ინტეგრაცია

ტესტირება და ჩაბარება:

  • ქსელის ფუნქციონალური და დატვირთვის ტესტირების ჩატარება
  • უსაფრთხოების მექანიზმების გადამოწმება
  • fault სცენარების (failover, redundancy) ტესტირება
  • საბოლოო დოკუმენტაციის გადაცემა

8. ძირითადი მოთხოვნები:

  • უნდა უზრუნველყოფდეს მომავალი გაფართოების შესაძლებლობას
  • უნდა აკმაყოფილებდეს საწარმოო (enterprise-grade) სტანდარტებს

ტენდერის კატეგორია:

  • 32410000 ადგილობრივი (კომპიუტერული) ქსელი

დოკუმენტაცია

შეკითხვები