ჩაბარების ვადა:

13 ივლისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31136 - ტენდერი სტრუქტურულ - ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილი № 37-ის სანიტარული დაცვის ზონაში, სარეზერვო - საექსპლუატაციო ჭაბურღილი № 37-სს-ის (საპროექტო სიღრმე -1200 მ) ბურღვაზე, გამაგრებასა და შესწავლაზე

  • გამომცხადებელი: აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯის კომპანის საქართველოს ფილიალი“
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 13 ივლისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველო აცხადებს ტენდერს:

-ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს ვაშლოვანი - ყვიბისის უბანზე, ს.ყვიბისში, სტრუქტურულ - ჰიდროგეოლოგიური ჭაბურღილი № 37-ის სანიტარული დაცვის  ზონაში, სარეზერვო - საექსპლუატაციო ჭაბურღილი № 37-სს-ის (საპროექტო სიღრმე -1200 მ) ბურღვაზე, გამაგრებაზე და შესწავლაზე;
- ბორჯომის მინერალური წყლის საბადოს ცენტრალურ უბანზე (ქვეუბანი „ფაფა“), ქ. ბორჯომში, სარეზერვო - საექსპლუატაციო ჭაბურღილი № 133-ის (ფაქტიური სიღრმე- 100 მ) ლულის ამოწმენდა - ამორეცხვა კომპრესორის გამოყენებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ს. რველში, მდ. ბანისხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ბანისხევის მტკნარი წყლის წყალამღების ოთხი ჭაბურღილის (თითოეული ჭაბურღილი სიღრმე- 50 მ) ლულის ამოწმენდა - ამორეცხვა კომპრესორის გამოყენებით.

წარმოდგენილ წინადადებებში გათვალისწინებული უნდა იყოს თანდართული ტექნიკური დავალებებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ მინერალური წყლის საბადოებზე ღრმა (1000 მეტრზე მეტი სიღრმის) ჭაბურღილების ბურღვის, გამაგრებისა და შესწავლის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ სატენდერო წინადადებები 2026 წლის 13 ივლისის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე:  

ggogiberidze@borjomi.com

lgvazava@borjomi.com 

კონკურსანტმა წინადადებაში უნდა მიუთითოს:

  • რეკვიზიტები;
  • შესასრულებელი სამუშაოს ფასი;
  • ინფორმაცია კონკურსანტის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ;
  • დავალების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ.

ტენდერის კატეგორია:

  • 45122000 დაზვერვითი საბურღი სამუშაოები
  • 45262220 არტეზიული ჭების ბურღვა
  • 71351910 გეოლოგიური მომსახურებები
შეკითხვები