30 ივნისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31147 - ტენდერი ინვერტორული კონდენციონერების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 24 ივნისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივნისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს ინვერტორული კონდენციონერების შესყიდვაზე.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგიინოს, 9,000 BTU,12 000 BTU, 18,000 BTU, 24,000 BTU, 33,000 BTU კონდიციონერების ერთეულის ღირებულება დღგ-ს (ჩათვლით). ჯამში 15 ცალი კონდენციონერი, რომლის რაოდენობები BTU სიმძლავრეების მიხედვით გადანაწილებულ იქნება შემდგომ დამკვეთის მიერ.
კონკრეტული დავალება:
- პრეტენდენტის შემოთავაზება უნდა ითვალისწინებდეს საქონლის კონკრეტულ მისამართამდე ტრანსპორტირებისა (საქართველოს მასშტაბით) და მონტაჟის ხარჯებს (აუცილებელია, ცალკე გამოყოთ საქონლის ღირებულების, ტრანსპორტირებისა (მაგ: 1 კმ ტრანსპორტირება) და მონტაჟის/ძველის დემონტაჟის ფასები); ასევე არასტანდარტული მონტაჟის შემთხვევაში მონტაჟის ღირებულება და დამატებით მასალების ღირებულებაც (მილები);
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ;
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მოდელისა და მწარმოებელი კომპანიის შესახებ; ასევე 30% რაოდენობის ზრდის ან კლების ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა შეძლოს ტენდერში არსებული ფასებით მოთხოვნის დაკმაყოფილება
მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:
შემოთავაზებული პროდუქცია უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ბაზარზე არსებული ცნობადი ბრენდების ნაწარმს.
გადახდის პირობები:
ანაზღაურება განხორციელდება საქონლის მოწოდებიდან და მონტაჟიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ავანსი განიხილება პრეტენდენტის შემოთავაზების შესაბამისად.
ტენდერის ვადები:
7 კალენდარული დღე.
ხელშეკრულების ვადები:
1 წელი.
საგარანტიო პირობები:
არანაკლებ 2 წლიანი ოფიციალური გარანტია.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივნისი 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
ნანა შაიშმელაშვილი
598727027
ტენდერის კატეგორია:
- 71631300 მომსახურებები შენობების ტექნიკური შემოწმების სფეროში