8 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31160 - ტენდერი ავტომობილების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ტერაბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 24 ივნისი 2026 დრო 14:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 ივლისი 2026 დრო 18:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს ავტომობილების დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების წარმომდგენი ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება.
სატენდერო შემოთავაზება უნდა მოიცავდეს:
- სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (მომსახურების ტარიფები და პირობები)
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3, ბოლო 6 თვის გაცემული)
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი (ა/მანქანის დაზღვევის კუთხით)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო 6 თვის.
- ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალობაზე;
დაზღვევის პირობები:
- ავტოტრანსპორტის მართვის უფლება ორგანიზაციის ყველა თანამშრომელს
- რისკების სრული პაკეტი
- ნულოვანი ფრანშიზა
ლიმიტები:
- მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა - ლიმიტი: 5000$
- უბედური შემთხვევით გამოწვეული მძღოლის და მგზავრის დაზღვევა - ლიმიტი: 10000$
- ინკასაციის მანქანებზე მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა - ლიმიტი: 15000$
აუცილებელი პირობა:
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშზე.
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით;
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 08 ივლისი (18:00 სთ-მდე). ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითიდაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 8 ივლისის 18:00 სთ-მდე
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით დიანა კოკოლიშვილს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: diana.kokolishvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2008). მობ: 599547702 .
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 66700000 გადაზღვევის მომსახურებები
- 75300000 სავალდებულო სოციალურ დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურებები