ჩაბარების ვადა:

8 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31166 - ფასთა გამოკითხვა (RFQ) პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) აღჭურვილობის მიწოდებაზე

  • გამომცხადებელი: ASB Georgia
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 8 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ASB საქართველო იწვევს კვალიფიციურ მომწოდებლებსა და კომპანიებს წარმოადგინონ ფასთაშეთავაზებები პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) პროგრამებში ჩართული პროექტისბენეფიციარებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდების მიზნით.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ჰუმანიტარული დასოციალური ორგანიზაციაა, რომელიც მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს. ამჟამად ASB- აქვს 11 საერთაშორისო წარმომადგენლობა და ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული ქვეყნის ოფისის მეშვეობით ASB ახორციელებსსაერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავსსოციალური ჩართულობის, ეკონომიკური გაძლიერების, კატასტროფების რისკის შემცირების, ჰუმანიტარული დახმარებისა და მოწყვლადი ჯგუფების საარსებო შესაძლებლობებისგაუმჯობესებას.

ASB საქართველო ამჟამად ახორციელებს პროექტს „RISE Georgia: უთანასწორობის შემცირებაკრიზისში მყოფი ქალების გაძლიერების გზითგენდერული ძალადობის მსხვერპლები, იძულებით გადაადგილებული პირები და მიგრანტები, რომელიც ფინანსდება ავსტრიისრესპუბლიკის მიერ, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, ზრუნვისა და მომხმარებელთა დაცვისფედერალური სამინისტროს წარმომადგენლობით.

პროექტის მიზანია დასავლეთ საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ქალებისსოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერება, მათ შორის გენდერული ძალადობისმსხვერპლების, იძულებით გადაადგილებული პირების, მიგრანტი ქალებისა და შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე ქალების მხარდაჭერა. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტიაპროფესიული განათლება და გადამზადება (VET), რომელიც ბენეფიციარებს ეხმარება პრაქტიკულიუნარების შეძენასა და დასაქმების ან თვითდასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.

შესყიდვა დაყოფილია შემდეგ ლოტებად:

  • ლოტი 1 – კულინარიისა და ცხობის აღჭურვილობა
  • ლოტი 2 – წამწამების დაგრძელებისა და ლამინირების აღჭურვილობა
  • ლოტი 3 – პერმანენტული მაკიაჟის აღჭურვილობა
  • ლოტი 4 – შელაქის, პედიკურისა და მანიკურის აღჭურვილობა
  • ლოტი 5 – თმის სტილისტის აღჭურვილობა
  • ლოტი 6 – კერვისა და სამკერვალო საქმის აღჭურვილობა
  • ლოტი 7 – მაკიაჟისა და ვიზაჟის აღჭურვილობა

აღჭურვილობის დეტალური სპეციფიკაციები და რაოდენობები მოცემულია ამ RFQ- დანართებში.

მომწოდებლებს შეუძლიათ ფასთა შეთავაზების წარმოდგენა ერთი, რამდენიმე ან ყველალოტისთვის.

პირობები:

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (GEL) და საჭიროების შემთხვევაში მითითებულიუნდა იყოს 0% დღგ.
  • ფასთა შეთავაზება უნდა მოიცავდეს მიწოდების ვადას.
  • საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს მითითებული საგარანტიო პირობები.
  • იმ შემთხვევაში, თუ ზუსტი სპეციფიკაცია ხელმისაწვდომი არ არის, დასაშვებიაეკვივალენტური ან ანალოგიური პროდუქციის შეთავაზება, იმ პირობით, რომშემოთავაზებული პროდუქტი აკმაყოფილებს დანიშნულებასა და ფუნქციურ მოთხოვნებს.
  • ASB საქართველო იტოვებს უფლებას მიანიჭოს ერთი, რამდენიმე ან ყველა ლოტი ერთ ანრამდენიმე მომწოდებელს.
  • ნაწილობრივი შეთავაზებები მიიღება.
  • წარმოდგენილი ფასთა შეთავაზება ძალაში უნდა დარჩეს განაცხადების მიღების ბოლოვადიდან მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

შეფასების კრიტერიუმები:

მიღებული შეთავაზებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

კრიტერიუმი ქულა
ფასი 30
მიწოდების ვადა 30
მოთხოვნილ სპეციფიკაციებთან შესაბამისობა და შემოთავაზებული პროდუქციის შესაბამისობადანიშნულებასთან 20
გარანტია და გაყიდვის შემდგომი მომსახურება 20
სულ 100


ფასი
(30 ქულა)

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ფინანსური შეთავაზების საერთო ღირებულება, მათ შორისერთეულის ფასები და შემოთავაზებული აღჭურვილობის ჯამური ღირებულება.

მიწოდების ვადა (30 ქულა)

უპირატესობა მიენიჭებათ იმ მომწოდებლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უფრო მოკლე ვადაშიმიწოდებას პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებით.

მოთხოვნილ სპეციფიკაციებთან შესაბამისობა და შემოთავაზებული პროდუქციისშესაბამისობა დანიშნულებასთან (20 ქულა)

დანართებში წარმოდგენილი სპეციფიკაციები წარმოადგენს საორიენტაციო მოთხოვნებს. მომწოდებლებს შეუძლიათ წარმოადგინონ ეკვივალენტური ან ანალოგიური პროდუქტები იმშემთხვევაში, თუ ზუსტი სპეციფიკაცია ხელმისაწვდომი არ არის. ASB საქართველო შეაფასებს, რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული პროდუქცია პროექტის მიზნებსა და ფუნქციურმოთხოვნებს.

გარანტია და გაყიდვის შემდგომი მომსახურება (20 ქულა)

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება საგარანტიო ვადა, გაყიდვის შემდგომი მომსახურებისხელმისაწვდომობა, შეკეთების ან ჩანაცვლების პირობები, ასევე მომწოდებლის რეაგირებისშესაძლებლობა საგარანტიო შემთხვევების დროს.

წარსადგენი დოკუმენტები:

დაინტერესებულმა მომწოდებლებმა უნდა წარმოადგინონ:

  • კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • კომპანიის პროფილი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ფინანსური შეთავაზება ერთეულის ფასების, ჯამური ღირებულების, მიწოდების ვადისა დასაგარანტიო პირობების მითითებით;
  • პროდუქციის აღწერილობები, კატალოგები ან ბროშურები (არსებობის შემთხვევაში).

შეთავაზებების წარმოდგენა

დაინტერესებულ მომწოდებლებს გთხოვთ, წარმოადგინონ თავიანთი ფასთა შეთავაზებები ელექტრონულად ქვემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 8 ივლისისა.

საკონტაქტო პირი:
ბოჰდან ჰუმენიუკი
ASB
საქართველო
ელ. ფოსტა: b.humeniuk@asb.ge

დამატებითი განმარტებების საჭიროების შემთხვევაში ASB საქართველო უფლებას იტოვებსდაუკავშირდეს მხოლოდ შერჩეულ მომწოდებლებს.

ASB საქართველო იტოვებს უფლებას მიიღოს ან უარყოს ნებისმიერი შეთავაზება, გააუქმოსშესყიდვის პროცესი ნებისმიერ ეტაპზე და გააფორმოს ხელშეკრულება პროექტის საჭიროებებისა დახელმისაწვდომი ბიუჯეტის შესაბამისად.

ASB არის თანაბარი შესაძლებლობების მქონე ორგანიზაცია და არ ახორციელებს დისკრიმინაციას შერჩევისადა დასაქმების პროცესში რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ეროვნული კუთვნილების, პოლიტიკურიშეხედულებების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ოჯახური მდგომარეობის, შეზღუდულიშესაძლებლობის, გენეტიკური ინფორმაციის, ასაკის, პროფესიული გაერთიანების წევრობის ან სხვაარაპროფესიული ნიშნების საფუძველზე.

ტენდერის კატეგორია:

  • 33190000 სხვადასხვა სამედიცინო აპარატურა და პროდუქტები
  • 33711200 მაკიაჟის საშუალებები
  • 33711420 სამაკიაჟე კომპლექტები
  • 39314000 სამრეწველო სამზარეულოების აღჭურვილობა
  • 39712200 თმის ვარცხნილობის გასაკეთებელი მოწყობილობები
  • 42715000 საკერავი მანქანები
შეკითხვები