ჩაბარების ვადა:

10 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31192 - ბაზრის კვლევა დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: პალიტრა ჰოლდინგი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ბაზრის კვლევის აღწერილობა:

კვირის პალიტრა აცხადებს ბაზრის კვლევს დაზღვევის მომსახურების შესყიდვაზე.

I ზოგადი ინფორმაცია

შპს პალიტრა ჰოლდინგი მასში შემავალი და დაკავშირებული კომპანიებისათვის, გეგმავს სადაზღვევო მომსახურებების კონსოლიდირებულ შესყიდვას და ამ მიზნით აცხადებს ბაზრის კვლევას  - დაზღვევის სფეროში მოქმედი კომპანიებისათვის.

კვლევის მიზანია პოტენციური პარტნიორის(ების)  გამოვლენა, მათი გამოცდილების, შესაძლებლობების, მომსახურების პირობებისა და შემოთავაზებული ფასების შესახებ ინფორმაციის მიღება.

აღნიშნული განცხადება არ წარმოადგენს შესყიდვის ან ხელშეკრულების დადების ვალდებულებას.

II დაზღვევის მიმართულებები

დაინტერესებულმა კომპანიებმა შესაძლებელია წარმოადგინონ წინადადებები დაზღვევის მომსახურების ერთ ან რამდენიმე მიმართულებით:

  •  ქონების დაზღვევა (შენობები, ნაგებობები, შიგთავსი, ინვენტარი და სხვა);
  • მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის დაზღვევა;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა;
  • ტვირთების დაზღვევა.

სადაზღვევო თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 130 მლ. ლარს.

მოთხოვნილი ინფორმაცია

კვლევაში მონაწილე კომპანიებმა უნდა დაამოწმონ და წარმოადგინონ:

  • კომპანიის მოკლე პროფილი და გამოცდილება;
  • შესაბამისი დაზღვევის მიმართულებებში მომსახურების შესაძლებლობების აღწერა;
  • ანალოგიურ კორპორატიულ კლიენტებთან  მომსახურების გამოცდილება;
  • დაზღვევის ძირითადი პირობების მოკლე აღწერა;
  • ტარიფების განსაზღვრის პრინციპები;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნების ჩამონათვალი.

შემდგომი ეტაპები 

შერჩეულ კანდიდატებთან ჩაინიშნება და გაიმართება სამუშაო შეხვედრები, დიალოგი, რომლის მიზანია დაზღვევის პირობების, მომსახურების მოდელის, რისკების დაფარვისა და სხვა დაკავშირებული საკითხების განხილვა, რათა განისაზღვროს ჰოლდინგის საჭიროებების დაკმაყოფილების საუკეთესო გადაწყვეტა.

აქტივების ჩამონათვალი, რისკების დაფარვის მოთხოვნები და სხვა დამატებითი მონაცემების გაცვლა გაზიარებული იქნება შემდგომ ეტაპზე - შესაბამის კანდიდატებთან  სამუშაო შეხვედრების დროს.

განაცხადის წარდგენა

შემოთავაზების წარმოდგენის ვადა : 2026 წლის 10 ივლისი 18:00 საათამდე.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ინფორმაცია უნდა  წარმოადგინოთ ელ.ფოსტაზე: r.tetruashvili@palitra.ge

საკონტაქტო პირი:
რამაზი თეთრუაშვილი
ელ. ფოსტა : r.tetruashvili@palitra.ge
ტელეფონი: - 599 771 345

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
შეკითხვები