ჩაბარების ვადა:

3 ივლისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31197 - ჰიდროელექტროსადგურების ავტომატიზაციისა და SCADA სისტემის სამუშაო პროექტის მომზადებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 3 ივლისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულიკორპორაცია აცხადებსტენდერს ჰიდროელექტროსადგურების ავტომატიზაციისა დაSCADA სისტემის სამუშაო პროექტის მომზადებასთანდაკავშირებით - #26/06/26-Hydro-SCADA 

მომსახურების აღწერა: 

  • პირველადი ტექნიკური აუდიტი: ჰესების არსებულიპირველადი ელექტრული სქემების, გენერატორების,ტრანსფორმატორების, გამანაწილებელიმოწყობილობებისა და საკაბელო მეურნეობისდეტალური შესწავლა და ხელახალი ინვენტარიზაცია.
  • საზომი და საკონტროლო წერტილების განსაზღვრა:მონიტორინგისთვის საჭირო ციფრული და ანალოგურისიგნალების (ტემპერატურა, წნევა, ვიბრაცია, დონე,ელექტრული პარამეტრები და სხვა) სრულინომენკლატურის (Tag List) განსაზღვრა.
  • კავშირგაბმულობისა და ქსელის დაპროექტება:ჰესების ლოკალური ქსელის (LAN) და გარე დაცულიქსელის (WAN/VPN) არქიტექტურის შემუშავება.პროექტმა უნდა უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოდა სტაბილური გადაცემა ორ დამოუკიდებელმიმართულებაზე:
  • თბილისის ცენტრალურ სადისპეტჩერო ოფისში.
  • სსსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე/GSE) სადისპეტჩერო ცენტრში, სეს-ის მოქმედიტექნიკური რეგლამენტისა და გადამცემი ქსელისწესების სრული დაცვით (საჭიროების შემთხვევაშირეზერვირებული არხებითა და IEC 60870-5-104პროტოკოლით).
  • კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტა: კრიტიკულიინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით, პროექტშიგათვალისწინებული უნდა იყოს ქსელურიუსაფრთხოების აპარატურული საშუალებები (Firewalls,სამრეწველო როუტერები). 

მოსანახულებელი ჰესების მისამართები:

  • ალაზანი ჰესი - კახეთი, გურჯაანის რაიონი, ვეჯინი
  • ალაზანი ჰესი II - კახეთი, გურჯაანის რაიონი, ვეჯინი
  • ტირიფონი ჰესი - გორის რაიონი, სოფელი ქვეში.
  • კახარეთი ჰესი - ადიგენის რაიონი, სოფელი კახარეთი
  • იგოეთი ჰესი - შიდა ქართლი, კასპის რაიონი, იგოეთი
  • ბჟუჟა ჰესი - გურია, ოზურგეთის რაიონი, გომი
  • რაჭა ჰესი - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელსადმელი
  • რიცეულა - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელსადმელი 

თანდართული დოკუმენტაცია:

  • ტექნიკური დავალება - დანართი#1

 წინადადების წარდგენის წესი:

  • ტენდერის წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026წლის 3 ივლისი 17:00 საათი
  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზებეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულკონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმულიუნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/დახელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდაეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება დანომერი #26/06/26-Hydro-SCADA
  • კომერციული წინადადება წარდგენილი უნდა იყოსსაქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულიგადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ შესრულებულიანალოგიური სამუშაოების შესახებ (სამუშაოს დასახელების, კონტრაგენტი ორგანიზაციის, პერიოდისმითითებით);
  • სამუშაოს შემსრულებლების გამოცდილების/კვალიფიკაციის მონაცემები და დამადასტურებელისაბუთი;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ - ავანსისმოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებსუფლება მოითხოვოს საბანკო გარანტიამოთხოვნილითანხის ოდენობაზე.
  • წინადადების ჩაბარებების მისამართი: .თბილისი, .გამსახურდიას გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოსშემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობარომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისიგაკოტრებარეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვისარ არსებობის შესახებ

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ნიკა კიღურაძე - 551 91 05 73

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებითდაუკავშირდით:
ავთანდილ მანჯავიძე - 595 71 12 72

ტენდერის კატეგორია:

  • 71322000 ტექნიკური პროექტირება სამოქალაქო მშენებლობისათვის
შეკითხვები