ჩაბარების ვადა:
3 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31294 - ბაზრის კვლევა სხვადასხვა ბრენდირებულ აქსესუარზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 2 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 ივლისი 2026 დრო 18:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 2 ივლისი 2026 დრო: 08:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას, სხვადასხვა ბრენდირებულ აქსესუარზე.
კვლევა ტარდება სხვადასხვა ბრენდირებულ ნივთებზე: ქოლგა - სრულფეროვანი, სუბლიმაციური ბრენდირებით, ბოთლის საცობები.
სავარაუდო შესასყიდი რაოდენობა 7000 ცალი.
ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის:
- ბაზრის კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს, ან გამოაცხადებს მეორე ტურს.
სატენდერო პირობები
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ, სრულად და ჯეროვნად შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- ფასები უნდა მიუთითოთ ლარში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი);0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
ძირითადი მოთხოვნები
კვლევაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- შეთავაზება პრეზენტაციის სახით, რომელიც უნდა მოიცავდეს წარმოება/მოწოდების ვადას, ღირებულებას ყველა საჭირო ხარჯის გათვალისწინებით ეროვნულ ვალუტაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 3 ივლისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
თეონა ფიცხელაური
შესყიდვების მენეჯერი
tpitskhelauri@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 39200000 ავეჯის აქსესუარები