ჩაბარების ვადა:

9 ივლისი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31387 - ბაზრის კვლევა მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის სერვისებზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 3 ივლისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 9 ივლისი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 3 ივლისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის სერვისებზე. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ წინადადებები ქვემოთ მოცემული ტექნიკური მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად. 

ბაზრის კვლევის მოთხოვნები:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვისების დეტალური აღწერა:

  • ინდივიდუალური კონსულტაციები: ფორმატი (ონლაინ/ფიზიკური), ხანგრძლივობა, თემატიკა (სტრესი, შფოთვა, დეპრესიის მართვა და ა.შ.).
  • ჯგუფური სესიები და ვორქშოფები: თემატიკა, ჯგუფში მონაწილეთა რეკომენდებული რაოდენობა, ხანგრძლივობა.
  • დამატებითი სერვისები: 24/7 ცხელი ხაზი, ონლაინ პლატფორმა/აპლიკაცია და ა.შ.

ფასები და სატარიფო მოდელები:

  • ინდივიდუალური სესიის ღირებულება.
  • ჯგუფური სესიის ღირებულება.
  • პაკეტური შეთავაზებები (მაგ., 5 ან 10 სესიის პაკეტის ფასი). 

ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით.

ორგანიზაციული და ტექნიკური დეტალები:

  • ესიებზე ჩაწერისა და ადმინისტრირების პროცესი.
  • თანამშრომელთა კონფიდენციალურობისა და ანონიმურობის დაცვის მექანიზმები.
  • დამკვეთი კომპანიისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ანონიმური და აგრეგირებული რეპორტინგის ფორმები.

წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია: 

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია და ა.შ.);
  • შემოთავაზება PDF დოკუმენტის სახით.
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2)

დამატებითი ინფორმაცია:

ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.

ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ: 

  • სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
  • უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
  • ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.

 ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  •  ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
  •  ბანკი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტებისაგან გამოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია და/ან წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება ბაზრის კვლევის მსვლელობის პერიოდში.
  •  ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს ბანკის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა;
  • წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა თავისი შეხედულებისამებრ;
  •  ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს, ან გამოაცხადებს მეორე ტურს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 ივლისი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საკონტაქტო პირი:

მარიამ კვაჭაძე
mkvatchadze@bog.ge
ტელ:  
555 55 78 38

ტენდერის კატეგორია:

  • 85100000 ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები
შეკითხვები