31 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31504 - ტენდერი ლიფტების შესყიდვის, მონტაჟის და მომსახურების გაწევაზე
- გამომცხადებელი: კავკასიის მედიცინის ცენტრი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 14 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი" („შემსყიდველი“) აცხადებს ტენდერს ლიფტების შესყიდვის, მონტაჟის და მომსახურების გაწევაზე მისამართზე - თბილისი, ქავთარაძის ქ.#23. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.
ტენდერში გამარჯვებულ პირ/ებ/თან გაფორმდება ხელშეკრულება.
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 31 ივლისის 18:00 საათამდე.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას წარმოდგენილი პირობების შესაბამისად.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება: 13 ივლისი 2026
- სატენდერო წინადადებების მიღების დასრულება: 31 ივლისი 2026
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა.: 20 აგვისტო 2026
- ხელშეკრულების გაფორმება: 1 სექტემბერი 2026
სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 31 ივლისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
თორნიკე ტყეშელაშვილი
ელ. ფოსტა: nonmedical_procurements@vian.health
საკონტაქტო: 551 46 44 22
გიორგი ფანჩულიძე
ელ. ფოსტა: gpanchulidze@cmchospital.ge
მობ: 599 99 59 17
ტენდერის კატეგორია:
- 42416100 ლიფტები
- 45313000 ლიფტებისა და ესკალატორების მონტაჟი
- 50750000 ლიფტების ტექნიკური მომსახურება