ჩაბარების ვადა:
24 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31521 - ტენდერი მანქანების ბრენდირებაზე
- გამომცხადებელი: ლომისი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 24 ივლისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #- EF-GE/865
- დანიშნულება: მანქანების ბრენდირება;
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ეფეს საქართველოს ლოგო;
- მანქანების დეტალური აღწერილობა.
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ტენდერის პირობები:
- მომწოდებელი ვალდებულია, სატენდერო წინანადებაში მოწოდებული მანქანებზე პასუხისმგებელ პირს თავად დაუკავშირდეს, ნახოსადგილზე, აზომოს და შემსყიდველს მიაწოდოს განფასება თითოეული მანქანის;
- იმ შემთხვევაში, თუ მანქანებს აქვს ძველი სტიკერი, მომწოდებელი ვალდებულია მომსახურების საფასურში შეიყვანოს მოხსნისა დაგასუფთავების ხარჯები. მომსახურებაში უნდა შევიდეს ნებისმიერი ხარჯი, რომელიც საჭიროა გაიღოს მომწოდებელმა საბოლოო ბრენდირებისმისაღებად, მათ შორის ტრანსპორტირება, სტიკერების დემონტაჟი და ა.შ.
- მომწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მანქანის სტიკერის ნიმუში.
- ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველის მიერმითითებულ მისამართზე: სოფელი ნატახტარი, ლუდსახარში ნატახტარი 10:00 დან 18:00 მდე.
- ტენდერის ბიუჯეტიდან გამომდინარე, შემსყიდველმა შესაძლოა შეამციროს ან მოამატოს დასაბრენდი მანქანების სია.
- სატენდერო წინადადებას თან ერთვის დასაბრენდი ვიზუალები და საბეჭდი ფაილები.
- ნიმუშის ვიზუალის შეთანხმება მოხდება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებული იქნებამომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
- შემსყიდველი გადაწყვეტილებას იღებს ფასის, მომსახურების მოწოდების ვადის და ნიმუშის გათვალისწინებით.
- სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტისმიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
- მოწოდების ვადები განისაზრვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოსგონივრული.
- გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის შემდგომ.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება მთავრდება 24.07.2026 - 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
მეგი მაისურაძე
ელ. ფოსტა: megi.maisuradze@ge.anadoluefes.com & tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 79341000 სარეკლამო მომსახურებები