31 ივლისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT31553 - ტენდერი. კახარეთი ჰესის სადაწნეო აუზზე ჩამკეტი ფარების ამწე მექანიზმების საყრდენი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტირების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს: კახარეთი ჰესის სადაწნეო აუზზე ჩამკეტი ფარების ამწე მექანიზმების საყრდენი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტირების მომსახურება - #16/07-GIEC-HPP/ Kakhareti Gate Concrete Design -26
ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტი: კახარეთი ჰესის სადაწნეო აუზზე ჩამკეტი ფარების ამწე მექანიზმების საყრდენი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის რემონტის/რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება.
1. სამუშაოს აღწერა და მიზანი
საპროექტო მომსახურების მიზანია კახარეთი ჰესის სადაწნეო აუზზე არსებული ჩამკეტი ფარების ამწე მექანიზმების საყრდენი დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და მის საფუძველზე სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული ელემენტების უსაფრთხო დემონტაჟს, ახალი რკინა-ბეტონის ფილისა და საყრდენების მოწყობას, ამწე მექანიზმების ხელახლა დამაგრებას, გასწორებას და მუშა რეჟიმში შემოწმებას.
2. შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები
- არსებული სახურავის დემონტაჟი;
- ფარების ამწე მექანიზმების დროებითი დაფიქსირება დამატებითი საყრდენებით;
- დაზიანებული რკინა-ბეტონის ფილისა და 3 ცალი რკინა-ბეტონის საყრდენის დემონტაჟი;
- ახალი რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა (საორიენტაციო ზომა: 8100 x 3500 x 150 მმ);
- ახალი რკინა-ბეტონის საყრდენების მოწყობა:
- 600 x 600 x 700 მმ – 2 ცალი;
- 900 x 600 x 700 მმ – 1 ცალი;
- ამწე მექანიზმის საყრდენის დამაგრება საანკერო ჭანჭიკების გამოყენებით;
- ამწე მექანიზმის გასწორება და მუშა რეჟიმში შემოწმება;
- სახურავის აღდგენა/მონტაჟი
3. საპროექტო მომსახურების მოცულობა
3.1. ობიექტის ადგილზე შესწავლა
- ობიექტის ადგილზე დათვალიერება.
- არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის, ამწე მექანიზმებისა და დამაგრების კვანძების აზომვა;
- დაზიანებების, დეფორმაციების, ბზარების, კოროზიისა და სხვა ხილული დეფექტების აღწერა;
- არსებული საყრდენი ელემენტების და მომიჯნავე კონსტრუქციების მდგრადობის წინასწარი შეფასება;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევების/დაზუსტებების ჩამონათვალის მომზადება დამკვეთთან შესათანხმებლად
3.2. საპროექტო გადაწყვეტების მომზადება
- დაზიანებული რკინა-ბეტონის ელემენტების დემონტაჟის ტექნოლოგიური სქემის შემუშავება;
- ამწე მექანიზმების დროებითი გამაგრების/დაფიქსირების საპროექტო გადაწყვეტა;
- ახალი რკინა-ბეტონის ფილისა და საყრდენების კონსტრუქციული პროექტირება;
- არმირების, ბეტონის კლასის, დამცავი ფენის, შეერთებისა და ჩამაგრების კვანძების განსაზღვრა;
- საანკერო ჭანჭიკების განლაგების, ჩამაგრების სიღრმისა და დატვირთვებზე მუშაობის გაანგარიშება;
- ამწე მექანიზმის საყრდენების საბოლოო დამაგრებისა და გასწორების მოთხოვნების განსაზღვრა;
- სახურავის დემონტაჟისა და შემდგომი აღდგენის/მონტაჟის საპროექტო გადაწყვეტა;
- სამუშაოების წარმოების თანმიმდევრობის და უსაფრთხოების ძირითადი ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა.
3.3. ხარჯთაღრიცხვითი ნაწილი
- სამუშაოების მოცულობათა უწყისის მომზადება;
- მასალებისა და ძირითადი რესურსების სპეციფიკაციის მომზადება;
- საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის მომზადება შესაბამისი სამუშაოების მიხედვით;
- სამშენებლო სამუშაოების საჭირო ტექნიკური მონაცემების ჩამოყალიბება
4. საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა
- განმარტებითი ბარათი;
- არსებული მდგომარეობის ტექნიკური შეფასება/დასკვნა;
- კონსტრუქციული გაანგარიშებები;
- დემონტაჟისა და დროებითი გამაგრების სქემები;
- ახალი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გეგმები, ჭრილები და დეტალები;
- არმირების ნახაზები;
- საანკერო კვანძების ნახაზები და სპეციფიკაცია;
- სახურავის აღდგენის/მონტაჟის სქემა;
- სამუშაოთა მოცულობების უწყისი და ხარჯთაღრიცხვა
5. ტექნიკური მოთხოვნები
- საპროექტო დოკუმენტაცია უნდა იყოს შესრულებული მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საქართველოში მოქმედი შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით;
- პროექტში გამოყენებული მასალები უნდა იყოს განსაზღვრული ხარისხობრივი და ტექნიკური მახასიათებლებით;
- პროექტანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სამუშაოები შესრულდება მოქმედ ჰესზე/ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე და ტექნიკური გადაწყვეტები უნდა იყოს უსაფრთხო როგორც პერსონალისთვის, ასევე არსებული ნაგებობისთვის;
- პროექტში ცალკე უნდა განისაზღვროს სამუშაოების შესრულებისას წყლის, ამწე მექანიზმებისა და მიმდებარე კონსტრუქციებისგან მომდინარე რისკები;
- თუ ადგილზე დათვალიერებისას გამოვლინდება დამატებითი სამუშაოების აუცილებლობა, პროექტანტმა ეს უნდა ასახოს ტექნიკურ დასკვნასა და საპროექტო დოკუმენტაციაში
მისამართი: ადიგენის რაიონი, სოფ. კახარეთი
მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდი: 2026 წლის აგვისტო
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- მომსახურების შესრულების ვადა;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო პირობებზე საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით;
- დადასტურება, რომ პრეტენდენტი მზად არის ხელშეკრულების გაფორმებამდე/ან მომსახურების დაწყებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა.
- კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიურ საპროექტო სამუშაოებზე;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
აუცილებელი პირობები:
- პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
- საპროექტო დოკუმენტაციაში გამოყენებული ყველა მასალა და ტექნიკური გადაწყვეტა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს;
- პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის დემონტაჟის, დროებითი გამაგრების, სიმაღლეზე მუშაობისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე მუშაობის სპეციფიკური რისკები;
- საპროექტო დოკუმენტაცია უნდა იყოს საკმარისი შემდგომში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვისა და შესრულებისთვის;
- პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.
წინადადების წარდგენის წესი
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.
კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - კახარეთი ჰესის სადაწნეო აუზზე რეაბილიტაციის სამუშაოების პროექტირების მომსახურება “ და ნომერი - #19/06-GIEC-HPP/ Kakhareti Gate Concrete Design -26, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: კარლო გახოკია ტელ: 599 09 99 91
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 31 ივლისი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
თამაზ აბულაძე
კახარეთი ჰესის სადგურის ხელმძღვანელი
მობ: 595 00 85 93
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები