ჩაბარების ვადა:

5 აგვისტო 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31555 - ტენდერი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის, საზოგადოების ინფორმირების ორი კამპანიის დაგეგმვის, განხორციელების, საკომუნიკაციო მასალების გავრცელებასა და მონიტორის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 აგვისტო 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში აცხადებს ტენდერს:  ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის, ადრეული გამოვლენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოების ინფორმირების ორი კამპანიის დაგეგმვის, განხორციელების, საკომუნიკაციო მასალების გავრცელებისა და მონიტორინგის მომსახურების შესყიდვაზე.

გამოქვეყნების თარიღი: 2026 წლის 16 ივლისი

წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 5 აგვისტო

თანდართული ფაილი: დანართი 1 (ტექნიკური დავალება)

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს განვითარების მიმართულებით პროექტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.  საქართველოში CCR საქმიანობს 2008 წლიდან, ხოლო 2015 წელს თბილისში დაარსა თავისი ოფიციალური ფილიალი  (CCRG). CCRG-ის მეშვეობით ორგანიზაციას განხორციელებული აქვს სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებული პროექტები შემდეგ სფეროებში: სოციალური, ჯანმრთელობის, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდებს:

https://www.facebook.com/CCRGeorgia2015/

https://georgia.charita.cz/

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) იწვევს კვალიფიციურ საკომუნიკაციო სააგენტოებს, მედია ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ინდივიდუალურ კონსულტანტებს, წარმოადგინონ წინადადებები, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის, ადრეული გამოვლენისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოების ინფორმირების ორი საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვის, განხორციელების, საკომუნიკაციო მასალების გავრცელებისა და მონიტორინგისმომსახურების, შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად.

კამპანიები განხორციელდება 2026 წლის აგვისტო–ოქტომბრის პერიოდში, პროექტის „კიბოს პრევენცია და ზრუნვის გაუმჯობესება საქართველოში (2025–2027)” ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ.

კამპანიები დაეფუძნება პროექტის ფარგლებში ჩატარებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის (Knowledge, Attitudes and Practices – KAP) კვლევის შედეგებს და გამოიყენებს ქცევითი ცვლილების კომუნიკაციის (Behaviour Change Communication) მიდგომას, რათა ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს ეროვნულ სკრინინგ-პროგრამებში.

შერჩეული მომსახურების მომწოდებელი პასუხისმგებელი იქნება:

  • KAP კვლევის შედეგებზე დაფუძნებული კამპანიის კონცეფციის, საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ძირითადი გზავნილების შემუშავებაზე; 
  • კამპანიის შემუშავების პროცესში KAP-ისა და ქცევითი ანალიზის ექსპერტთან, ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სპეციალისტთან მჭიდრო კოორდინაციაზე; 
  • მაღალი ხარისხის საკომუნიკაციო მასალების, მათ შორის: საინფორმაციო ვიდეორგოლების, პაციენტების ისტორიების, მედია სტატიების, ექსპერტების მედია გამოსვლებისა და სხვა შეთანხმებული ვიზუალური მასალების მომზადებაზე; 
  • კამპანიის საკომუნიკაციო მასალების გავრცელებაზე ტელევიზიის, რადიოს, ციფრული მედიისა და სოციალური მედიის არხების მეშვეობით; 
  • კამპანიის განხორციელების, აუდიტორიის ჩართულობისა და მედია გაშუქების მონიტორინგზე;
  • საბოლოო ანგარიშის მომზადებაზე, რომელიც მოიცავს კამპანიის განხორციელების პროცესს, კამპანიის დაფარვის მაჩვენებელს, ძირითად შედეგებს, მიღებულ გამოცდილებასა და რეკომენდაციებს. 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები (ქართულ ენაზე):

  • ტექნიკური წინადადება (დავალების გააზრება, მეთოდოლოგია, განხორციელების მიდგომა, სამუშაო გეგმა და შემოთავაზებული განმახორციელებელი გუნდი); 
  • ფინანსური წინადადება (საერთო ღირებულება ლარში (GEL) დეტალურიბიუჯეტისგანაწილებით); 
  • პორტფოლიო, რომელიც ადასტურებს შესაბამის გამოცდილებას (არანაკლებ ორიმსგავსისაკომუნიკაციო კამპანია); 
  • დავალების შესასრულებლად შემოთავაზებული ძირითადი ექსპერტების CV-ები; 
  • კომპანიის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • არანაკლებ ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

წინადადებების შეფასების კრიტერიუმები: 

  • ტექნიკური მიდგომისა და მეთოდოლოგიის ხარისხი – 40%
  • აპლიკანტის გამოცდილება და ორგანიზაციული შესაძლებლობები – 30%
  • ფინანსური წინადადება – 30%

შენიშვნა: ფინანსური შეფასების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიცდააკმაყოფილებს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს.

წინადადებების მიღების ვადა და შერჩევის პროცედურა:

წინადადებების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2026 წლის 5 აგვისტო, 17:00 საათი (საქართველოს დროით).

შემოთავაზება უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად, ელ.ფოსტის მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz

გთხოვთ, ველში „თემა“ (SUBJECT) მიუთითოთ:

„საზოგადოების ინფორმირების კამპანიები კიბოს სკრინინგის შესახებ“

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ: nina.kopaleishvili@caritas.cz

შენიშვნა:

  • CCRG არ პასუხობს სატელეფონო ზარებს;
  • წინადადებები განიხილება შემოსვლისთანავე;
  • ფინანსური შეფასების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიცდააკმაყოფილებს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს;
  • დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 79340000 სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები
შეკითხვები