ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31598 - ფასთა გამოკითხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შემსრულებაზე

  • გამომცხადებელი: ლევან გოგოლაძე
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 7 აგვისტო 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ლევან გოგოლაძე (ფიზიკური პირი) აცხადებს ფასთა გამოკითხვას სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შემსრულებაზე.

ობიექტის საკადასტრო კოდი: 01.18.03.039.034.

ცხადდება ფასთა გამოკთხვა ქ. თბილისში, სოლოლაკის რაიონში, კუფტინის ქ. 9-ში მდებარე არსებული ახალაშენებული შენობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შემსრულებელიკომპანიის შესარჩევად. ობიექტის მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირები.

ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულსამშენებლო კომპანიებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, ტექნიკური რესურსი დაკვალიფიციური პერსონალი.

ტენდერის საგანი:

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება პროექტის ფარგლებში (იხილეთ დანართი: არქიტექტურული პროექტი 30.03.2026)

სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების (შენობის გარე სამონტაჟო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების) მასშტაბი:

  • შენობის უკანა კედლების შელესვა და შეღებვა პროექტის/დიზაინის შესაბამისად
  • შენობის ყველა ღია სივრცის ჰიდროიზოლაცია, მოპირკეთება და შოვის შევსება შემავსებლითპროექტის/დიზაინის შესაბამისად
  • ფასადის პანელების დამჭერი კონსტრუქციების მონტაჟი პროექტის/დიზაინის შესაბამისად
  • ფასადის კომპოზიტური საფასადე პანელით შეფუთვა პროექტის/დიზაინის შესაბამისად
  • შენობის ალუმინის კარფანჯრის მონტაჟი პროექტის/დიზაინის შესაბამისად
  • ალუმინის, მეტალის და სხვა გარე დეკორატიული ელემენტების მონტაჟი პროექტის/დიზაინის შესაბამისად
  • საწვიმარი მილების, პარაპეტების, კარნიზების, საპირეების, კუთხეების და დამცავი ელემენტების მონტაჟი პროექტის/დიზაინის შესაბამისად
  • გარე მოაჯირების, ლითონის ელემენტების/სხვა ფასადის დეტალების მონტაჟი პროექტის/დიზაინის შესაბამისად
  • თუნუქის, ალუმინის ან სხვა დამცავი გადახურვის ელემენტების მონტაჟი პროექტის/დიზაინის შესაბამისად
  • შენობის შესასვლელი შიდა ზონის მოპირკეთება პროექტის/დიზაინის შესაბამისად
  • გარე კომუნიკაციების (კანალიზაცია, წყალგაყვანილობა, ელ-კაბელი) მიყვანა და შენობაზე დაერთება პროექტის/დიზაინის შესაბამისად

მოთხოვნები მონაწილე კომპანიებისთვის:

  • სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი/პორტფოლიო;
  • შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსი;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

წარსადგენი დოკუმენტები:

  • კომპანიის რეკვიზიტები;
  • გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია;
  • კომერციული წინადადება/ხარჯთაღრიცხვა;
  • სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადები.

დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ წინადადებები და საჭირო დოკუმენტაცია 7 აგვისტოს 18:00 საათამდე მითითებულ ელ. ფოსტაზე: bkuftin@gmail.com

საკონტაქტო ტელეფონი:
599780067

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები