ჩაბარების ვადა:

4 სექტემბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31759 - ტენდერი შანტანის საინჟინრო სამუშაოების შესრულებაზე

  • გამომცხადებელი: შპს ბიოგრაფი ლივინგ
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 8 აგვისტო 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 სექტემბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,შანტანი ბიოგრაფისგან’’- ს/კ 405697937 შანტანის საინჟინრო სამუშაოების შესრულებაზე.

1.სამუშაოების აღწერა

ქ თბილისში, ვლადიმერ მაიაკოვსკის #1ა, ვლადიმერ მაიიაკოვსკის #3, სლავა მეტრეველის ქ.#9-ში მდებარე - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი "შანტანის"-ს სრული საინჟინრო ქსელების მოწყობა. ელექტროობა, სუსტი დენები, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალმომარაგება, კანალიზაცია, დრენაჟი, სატუმბი სადგური, ვენტილაცია, გათბობა - ბინები, გაგრილება და დრენაჟი - ბინები, წყალმომარაგება - ბინები, კანალიზაცია - ბინები, ვენტელაცია - ბინები, ელექტროობა - ბინები.

2. სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება, ადგილზე ვიზიტი, წინასატენდერო შეხვედრა

  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების წარდგენამდე უნდა დაგეგმოს ვიზიტი დამკვეთის სამშენებლო ტერიტორიაზე წინასაწარ დამკვეთის საქმეთამწარმოებელთან შეთანხმებით.
  • საკონტაქტო პირი: ნიკა თორთლაძე ტელ. +995 599 71 20 31
  • ადგილმდებარეობა: ქ თბილისში, ვლადიმერ მაიაკოვსკის #1ა, ვლადიმერ მაიიაკოვსკის #3, სლავა მეტრეველის ქ.#9

3. წარმოსადგენი დოკუმენტები:

პრეტენდენტის სატენდერო წინადადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

განფასებული სამუშაოთა უწყისი, წარმოდგენილი ფორმის მიხედვით

პროექტის განხორციელების ვადები - კალენდარული გრაფიკი, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველანაირი შემაფერხებელი გარემოებები მათ შორის უამინდობა და დასვენეების დღე.

  • ყველა მასალის სპეციფიკაცია- data sheet (მათ შორის ბრენდი, მწარმოებელი ქვეყანა და ა.შ.
  • სამუშაოების წარმოების მეთოდოლოგია
  • ხელშეკრულების გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისგეგმა;
  • კონტრაქტორის ძირითადი პერსონალის სია, რომლებიც შემოთავაზებულია კონტრაქტისთვის.
  • კომპანიის პორტფოლიო ( შესრულებული და მიმდინარე პროექტების ჩამონათვალი და შესრულებული სამუშაოები)
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (კომპანია რომელიც იღებს ტენდერში მონაწილეობას)
  • ბოლო ფისკალური წლის აუდიტირებული ან არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება
  • კონტრაქტის ფულადი ნაკადების უწყისი (Cashflow)

4. სატენდერო ფასები

  • მონაწილის მიერ მითითებული ფასები უნდა იყოს: ფიქსირებული ხელშეკრულების შესრულების სრულ ვადაზე.
  • ფასები და სატენდერო მთლიანი ფასი უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს, გადასახდელსა თუ სხვა გადასახადებს.

ფასები პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ვალუტაში.

6. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა

სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა არის სატენდერო წინადადების წარმოდგენიდან 80 დღე.

7. დამკვეთის უფლება მიიღოს და უარყოს ნებისმიერი ტენდერი

დამკვეთს უფლება აქვს ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის დასრულების შემდეგ, უარყოს ან მიიღოს ნებისმიერი წინადადება, დამატებითი ახნსა-განმარტების გარეშე.

დამკვეთის მიერ გაზიარებული დოკუმენტები:

ამ პუქტში მოცემულია იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელსაც დამკვეთის გადასცემს პრედენტენდებს პროექტის მოთხოვნების შესაფასებლად.

დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • სატენდერო დოკუმენტი
  • საინჟინრო პროექტი
  • სამუშაოთა უწყისი
  • დამკვეთის მიერ სამუშაოების წარმოების მოთხოვნილი მეთოდოლოგია.
  • დამკვეთის მიერ მოთხოვნილი გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გეგმა.

სრული დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე:  დოკუმენტაციის ბმული

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 სექტემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია: g.javakhishvili@biograpi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები