ჩაბარების ვადა:

20 აგვისტო 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31766 - ფასთა გამოკითხვა კოსტავას N68 (ს/კ01.14.14.009.052) მდებარე შენობების სადემონტაჟო სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: შპს ბიოგრაფი ლივინგ
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 11 აგვისტო 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 აგვისტო 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 11 აგვისტო 2026 დრო: 08:00

ფასთა გამოკითხვის დასახელება:

შპს ბიოგრაფი ლივინგი აცხადებს ფასთა გამოკითხვას კოსტავას N68 (ს/კ01.14.14.009.052) მდებარე შენობების სადემონტაჟო სამუშაოებზე.

მომსახურების აღწერა:

  • თბილისში, კოსტავას N68 (ს/კ01.14.14.009.052) ჩასატარებელია სრული სადემონტაჟო სამუშაოები, ამასთანავე საჭიროა დროებითი ღობის მოწყობა, რომლის დეტალები და მოწყობის კვანძები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში. 
  • დანართებში შეგიძლიათ იხილოთ სადემონტაჟო პროექტები , ნებართვები, ღობის მოწყობის სანიმუშო კვანძები, სატრანსპორტო სქემა და სხვა საჭირო დოკუმენტაცია.
  • პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინოს შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა ნორმა, ისე როგორც ეს მითითებულია სადემონტაჟო პროექტში და ასევე განსაზღვრულია კანონმდებლობით.
  • შემოთავაზების წარმოდგენამდე პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მოახდინოს ობიექტზე ვიზიტი და დათვალიერება

ვიზიტის დასაგეგმად წინასწარ დაუკავშირდით:

პროექტის მენეჯერი:
ბაკურ დარსალია
ტელეფონი: +995 591 019 091

სხვა კომერციული პირობები:

შესყიდვები:
სალომე სადუნიშვილი
ტელეფონი: +995 599 68 67 82

შემოთავაზება:

  • შემოთავაზება უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში.
  • შემოთავაზება ვალიდური უნდა იყოს წარმოდგენიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღისა
  • შემოთავაზება ღობეზე უნდა განფასდეს სრულად, მათ შორის 1კვ.მ-ზე მოცემული თუნუქის ფურცლით მოსაწყობი ღობე, რომელიც მოცემულია იგივე ექსელის ფაილში.

სამუშაობის დაწყებისა და დასრულების ვადები:

სამუშაოების დაწყება მოხდება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, დასრულების ვადები უნდა იყოს შემოთავაზებული პრეტენდენტის მიერ.

ანგარიშსწორების პირობები:

ანგარიშსწორების პირობები შეთანხმდება პრეტენდენტთან ინდივიდუალურად .

საბანკო გარანტიები:

საბანკო გარანტიების პირობები და თანხები დაზუსტება თითოეული პროექტისათვის ინდივიდუალურად შემოთავაზებიდან და პროექტის ხანგრძლივობიდან გამომდინარე.

საბანკო გარანტიები ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოადგენს აუცილებელ პირობას, დამკვეთის მხრიდან განსაზღვრული თანხა იქნება უპირობო და არ დაექვემდებარება ცვლილებას. საბანკო გარანტიის დრაფტი შეთანხმდება დამკვეთთან წინასწარ.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • შემოთავაზება
  • სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი;
  • გადახდის პირობა
  • კომპანიის პორტფოლიო, მათ შორის მსგავსი სამუშაოების შესრულების გამოცდილება
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;

დამატებითი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით;
  • შემოთავაზებული მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ მოთხოვნებს.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

სრული დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე:

დოკუმენტაციის ბმული

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 აგვისტო, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

შესყიდვების სამსახური
სალომე სადუნიშვილი
s.sadunishvili@biograpi.ge
599 68 67 82
 

ტექნიკური სამსახური
ბაკურ დარსალია
ტელეფონი: +995 591 019 091

ტენდერის კატეგორია:

  • 45111300 დემონტაჟის სამუშაოები
შეკითხვები