ჩაბარების ვადა:

23 აგვისტო 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31880 - ტენდერი ტაბახმელაში სკვერის მოწყობის სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: York Holding Group
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 23 აგვისტო 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია York Holding Group აცხადებს ტენდერს ქ. თბილისი, სოფ. ტაბახმელაში მდებარე Vista Garden-ის კომპლექსის ზედა სკვერის კეთილმოწყობის (ლანდშაფტური, სამშენებლო და გამწვანების) სამუშაოების შესყიდვაზე.

პროექტის აღწერა

პროექტი მოიცავს ზედა სკვერის სრულ კეთილმოწყობას, მათ შორის:

  • საფეხმავლო ბილიკების მოწყობას;
  • ბორდიურების მოწყობას;
  • საბავშვო მოედნის მოწყობას;
  • საჩრდილობლებისა და პერგოლების მოწყობას;
  • BBQ ზონის მოწყობას;
  • ჰამაკების ზონის მოწყობას;
  • სკამებისა და მაგიდების მონტაჟს;
  • გამწვანების სამუშაოებს;
  • გარე განათების მოწყობას;
  • სხვა თანმდევ სამუშაოებს პროექტისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.

ფასის წარმოდგენის წესი: პრეტენდენტებმა ფასები უნდა წარმოადგინონ ხარჯთაღრიცხვის (EXCEL-ის ფორმატში) დათვლილი უნდა იყოს თანდართული პროექტის მიხედვით.

წარმოდგენილი ფასები უნდა მოიცავდეს:

  • მასალების ღირებულებას;
  • ტრანსპორტირების ხარჯებს;
  • მუშახელის ანაზღაურებას;
  • ტექნიკისა და მექანიზმების ხარჯებს;
  • ზედნადებ ხარჯებს;
  • გადასახადებს;
  • სამუშაოს სრულფასოვანი შესრულებისთვის საჭირო ყველა სხვა ხარჯს.

მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • შევსებულ BOQ ფაილს;
  • სამუშაოების შესრულების სავარაუდო გრაფიკსა და ვადებს;
  • გადახდის პირობებს (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი პირობების მითითებით);
  • ანალოგიური შესრულებული პროექტების ჩამონათვალს (მინიმუმ 3 პროექტი);
  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
  • საგარანტიო პირობებს;
  • რეკომენდაციებს (სურვილისამებრ).
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომლებიც:

  • საქმიანობენ სამშენებლო ან ლანდშაფტური მოწყობის მიმართულებით;
  • გააჩნიათ მსგავსი ტიპის პროექტების შესრულების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

წინადადებების წარმოდგენა:

პრეტენდენტებმა სრული სატენდერო პაკეტი (BOQ, გამოცდილება, სამუშაოების ვადები, საგარანტიო პირობები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

E-mail: Procurement@yorktowers.com
წერილის სათაური: [Vista Garden] ტენდერი — ზედა სკვერის მოწყობის სამუშაოები

დედლაინი: 23 აგვისტო, 18:00 საათი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ადმინისტრაციული საკითხები: ნიკა ტელ: 577 689 474
ტექნიკური საკითხები: ირაკლი ტელ: 577 994 220

დამატებითი პირობები:

York Holding Group იტოვებს უფლებას ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეცვალოს, დააზუსტოს ან გააუქმოს ტენდერის პირობები და პროცესი, პრეტენდენტების წინასწარი შეტყობინების გარეშე.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები