ჩაბარების ვადა:

25 აგვისტო 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31881 - ტენდერი ტაბახმელაში სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

  • გამომცხადებელი: York Holding Group
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 აგვისტო 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

 „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, სოფ. ტაბახმელაში მდებარე „Vista Garden“-ის საცხოვრებელ კომპლექსში არსებული  საცხოვრებელი ფართების თეთრი კარკასის კონდიციამდე მიყვანის სამუშაოების შესრულების მიზნით.

სამუშაოების მოცულობა

I. V ზოლის შენობები

სამუშაოები მოიცავს 8 ბლოკს – ჯამში 16 ინდივიდუალურ საცხოვრებელ ერთეულს.

ტენდერის ფარგლებში წარმოდგენილია:

  • 2 ტიპური ვილის ხარჯთაღრიცხვა;
  • შესაბამისი საპროექტო ნახაზები;
  • სამუშაოების მოცულობები და შესაბამისი BOQ.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი ტიპური ვილის ხარჯთაღრიცხვისა და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, ყველა აუცილებელი სამშენებლო სამუშაოს გათვალისწინებით, რათა შენობები მიყვანილ იქნეს თეთრი კარკასის მდგომარეობამდე.

II. VI და VII ზოლების შენობები

სამუშაოები მოიცავს 7 ბლოკს: №73, №74, №75, №76, №77, №79 და №80.

ტენდერის ფარგლებში წარმოდგენილია:

  • 1 ტიპური შენობის ხარჯთაღრიცხვა;
  • შვიდივე შენობის შესაბამისი საპროექტო ნახაზები;
  • სამუშაოების მოცულობები და შესაბამისი BOQ.

სამუშაოები უნდა განხორციელდეს ტიპური შენობის ხარჯთაღრიცხვისა და თითოეული ბლოკის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

ტენდერში მონაწილეობის პირობები

ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს:

  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანად და დადგენილ ვადებში შესრულება;
  • მრავალსართულიანი ან საცხოვრებელი შენობების მშენებლობის გამოცდილება;
  • კვალიფიციური საინჟინრო და სამშენებლო პერსონალის მობილიზება;
  • საჭირო სამშენებლო ტექნიკისა და რესურსების უზრუნველყოფა;
  • სრული და დეტალური ფინანსური წინადადების წარმოდგენა.

გამოცდილების მოთხოვნები

პრეტენდენტმა სავალდებულოდ უნდა წარმოადგინოს:

  • ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში შესრულებული მინიმუმ 3 (სამი) ანალოგიური სამშენებლო პროექტის ჩამონათვალი;
  • შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო მასალა და/ან მიღება-ჩაბარების აქტები;
  • სურვილის შემთხვევაში – დამკვეთთა რეკომენდაციები;
  • კომპანიის ზოგადი ინფორმაცია და სამშენებლო საქმიანობის გამოცდილების აღწერა.

კომერციული წინადადების მოთხოვნები

პრეტენდენტებმა სავალდებულოდ უნდა შეავსონ თანდართული BOQ.

შეთავაზებულ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო ყველა ხარჯი, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • სამშენებლო მასალებით;
  • მუშახელით;
  • სამშენებლო ტექნიკითა და მექანიზმებით;
  • ტრანსპორტირებით;
  • დროებითი ინფრასტრუქტურითა და უსაფრთხოების ღონისძიებებით;
  • ზედნადები და ადმინისტრაციული ხარჯებით;
  • სხვა ნებისმიერი ხარჯით, რომელიც აუცილებელია სამუშაოების სრულყოფილად შესასრულებლად და შენობების თეთრი კარკასის მდგომარეობამდე მისაყვანად.

წარსადგენი დოკუმენტაცია

პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ:

  • შევსებული BOQ (Excel ფორმატში);
  • კომპანიის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სამუშაოების შესრულების დეტალური ვადები და კალენდარული გრაფიკი;
  • საგარანტიო პირობები;
  • გადახდის პირობები (მათ შორის მოთხოვნილი ავანსის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის იურიდიული მონაცემები (საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია).

წინადადების წარდგენა

წინადადებები გთხოვთ გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: Procurement@yorktowers.com

დედლაინი: 25 აგვისტო, 18:00 საათი.

ელფოსტის სათაური: [Vista Garden] V, VII, VII ზოლის სარემონტო სამუშაოები

დამატებითი ინფორმაცია:

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება წარმოდგენილი კომერციული წინადადების, ტექნიკური შესაბამისობის, გამოცდილებისა და შესრულების ვადების შეფასების საფუძველზე.

დამკვეთი უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში გამართოს მოლაპარაკება ერთ ან რამდენიმე პრეტენდენტთან, ასევე არ გამოავლინოს გამარჯვებული, თუ წარმოდგენილი წინადადებები არ დააკმაყოფილებს პროექტის მოთხოვნებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

ადმინისტრაციული საკითხები
ნიკა ჩიქობავა
მობ.: 577 68 94 74

ტექნიკური საკითხები
ილია - 555 28 77 46
ირაკლი - 577 994 220

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები