7 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31903 - ინტერესის გამოხატვა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: თბილისი ჰილს დეველოპმენტ ენდ კონსტრაკშენი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 7 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
Tbilisi Hills Golf & Residences აცხადებს ინტერესის გამოხატვას მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ირგვლივ სკვერის მოწყობის სამუშაოებზე, რომელიც მოიცავს საბავშვო გასართობი სივრცეების ინვენტარის შეძენა-მონტაჟს.
Tbilisi Hills Golf & Residences არის უმსხვილესი, დეველოპერული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე, ვინაიდან იგი ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებსა და პროფესიული გოლფის კლუბს საერთაშორისო დონის მოედნებით. კომპლექსი მდებარეობს სოფელ თელეთში, კრწანისის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიცავს 331 ჰექტარს. პროექტის ფარგლებში 380 კერძო სახლის, 73 დაწყვილებული სახლის, 20 ხუთ სართულიანი შენობის მშენებლობას, სადაც განთავსებული იქნება 800 მდე აპარტამენტის ტიპის ბინა. გარდა ამისა, კომპანია ავითარებს ისეთ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, როგორებიცაა გზები (24 კმ), პარკინგის ზონა, ელექტროქსელი და წყლის, კანალიზაციისა და სარწყავი მომარაგების ქსელები. სამომავლო მშენებლობის მთლიანი მოცულობა 300 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. დეველოპმენტი ეტაპობრივად, სექტორების მიხედვით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე კომპანიას უკვე განვითარებული აქვს საცხოვრებელი ფართობის 10%.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობის Tbilisi Hills Development and Construction LLC მართვისა და ზედამხედველობის ქვეშ. მშენებლობისას გამოიყენება მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიები რაც უზრუნველყოფს პროექტის წარმატებას.
დაინტერესებულმა კომპანიებმა 2026 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტაცია მეილზე: Lela.vakhtangishvili@tbilisihills.com
- ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
- ინფორმაცია პარკის ინვენტარის შესათავაზებელი ბრენდის, მწარმოებელი ქვეყნის შესახებ;(შენიშვნა: ინვენტარს უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების სერთიფიკატები)
- ინფორმაცია გამოცდილების შესახებ. შესრულებული, მსგავსი სამუშაოების ჩამონათვალიპერიოდის და პროექტის დასახელების მითითებით.
- 2 სარეკომენდაციო წერილი შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. (მითითებული უნდაიყოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია)
- ობიექტის მისამართია ქვემო თელეთი, თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენციებისკომპლექსი.
სრული საპროექტო დოკუმენტაცია იხილეთ ლინკზე: Central Park - 20260819 - equipment.pdf
ტენდერის კატეგორია:
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 37535000 კარუსელები, საქანელები, ტირები და სხვა ატრაქციონები