ჩაბარების ვადა:

7 სექტემბერი 2026, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31950 - ტენდერი ჯართის გაყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 28 აგვისტო 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 7 სექტემბერი 2026 დრო 16:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) აცხადებს ტენდერს ჯართის გაყიდვის თაობაზე და იწვევს კვალიფიციურ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის მიზანია შეირჩეს კონტრაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის შესყიდვას კომპანიის მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), რეალიზაციის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

 სარეალიზაციო ჯართი განთავსებულია 10 მისამართზე შემდეგი მიახლოებითი წონებით:

N დასახელება საორიენტაციო წონა (ტონა)
1 ჯართი 239.710
2 ფერადი ჯართი - ალუმინი 0.020
3 ფერადი ჯართი - სპილენძი 0.080
4 ფერადი ჯართი - ალუმინი (კაბელები) 0.324
5 ფერადი ჯართი - სპილენძი (კაბელები) 0.760


დეტალური მონაცემები ლოკაციების მიხედვით და მიახლოებითი წონით მოცემულია თანდართული დანართი N1-ის სახით, ხოლო ვიზუალური შეფასებისათვის შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფოტომასალა. 

საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ დაგეგმვითა და შეთანხმებით შეგიძლიათ ადგილზე შეაფასოთ სარეალიზაციო ჯართი. 

3. განფასება

დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ფასის შეთავაზება დანართი N1-ის მიხედვით როგორც  ექსელის ფორმატში ასევე ხელმოწერილი PDF ფორმატით.

პრეტენდენტ კომპანიას არ აქვს უფლება დანართ N1-ში დაფიქსირებული მინიმალური ფასის ქვემოთ ფასის დაფიქსირება. 

გაითვალისწინეთ, რომ ფასი უნდა მოიცავდეს დატვირთვა-ტრანსპორტირების ყველა გადასახადს და ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ჯართის დანაგვიანების ალბათობა. 

დაინტერესებულ კომპანიას მონაწილეობა შეუძლია მიიღოს როგორც ყველა პოზიციაზე, ასევე ცალკე მხოლოდ ფერადი ჯართის - ალუმინის, სპილენძის კაბელებისათვის.

4. ანგარიშწორებისა და თანამშრომლობის პირობები:

  • ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს 100% ავანსის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მასალის გატანამდე. ავანსის ჩარიცხვის ვადა მითითბული უნდა იყოს დანართ N1-ში.
  • სასურველია, ავანსის თანხის ასახვიდან არაუგვიანეს 5 დღეში პრეტენდენტი ვალდებულია დაიწყოს ჯართი გატანის პროცესი მითითებული ტერიტორიებიდან, რომელიც წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს GWP-თან. სრულად გატანის ვადა მითითებული უნდა იყოს დანართ N1-ში. სრულად გატანის სასურველი პერიოდი - 1 თვე, თუმცა თქვენი შემოთავაზება განიხილება.
  • აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ 1 დღით ადრე პრეტენდენტი ვალდებული გვაცნობოს და შეათანხმოს გატანის დრო.
  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს გატანისათვის საჭირო ტრანსპორტი, ამწე, , სასწორი, მუშა-ხელი და/ან სხვა საჭირო რესურსები. მათ შორის ფერადი ჯართის გამოცალკევება და ცალკე აწონვა.
  • გატანამდე იწერება ზედნადები, რომელიც აიტვირთება RS-ზე.
  • ჯართის გატანას ესწრებიან GWP-ის თანამხლები თანამშრომლები, რომლის თანდასწრებით უნდა მოხდეს აწონვა (ზუსტი წონის დადგენა), სასაქონლო ზედნადების კორექტირება და საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმება
  • ანგარიშსწორება სწორდება საბოლოო ზუსტი წონის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული საორიენტაციო რაოდენობა მეტი იქნება, მანამ სანამ არ მოხდება ავანსის ჩარიცხვა ჯართის გატანა ტერიტორიიდან არ იწარმოებს. თუ ავანსი მეტი იქნება თანხა უკან დაუბრუნდება გამარჯვებულ კომპანიას.

5. დაინტერესებული პირის მიერ სისტემაში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • დანართი N1 - უნდა შეივსოს ფასი, ავანსის ჩარიცხვის ვადა და სრულად ჯართის გატანის პერიოდი. 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს ბოლო 6 თვის ვადაში. 
  • კომპანიის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის საბანკო რეკვიზიტები. 

შენიშვნა:

  • მონაწილე პირის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • მონაწილე პირის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით. 

6. ხელშეკრულების გაფორმება

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 

7. სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის დაინტერესებული პირი არ უნდა იყოს: 
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • გამყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს წინადადებების მიღების დასრულების ვადა, შეცვალოსსაქონლის რეალიზაცისს პირობები, რასაც დროულად აცნობებს მონაწილეებს, ან შეწყვიტოს საქონლის რეალიზაციაზე ინტერესთა გამოხატვის პროცესი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • გამყიდველი გამარჯვებულ მყიდველს გამოავლენს კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. გამყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • გამყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს დაინტერესებული პირისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია მონაწილე პირის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მონაწილე პირის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, მონაწილე პირი იქნება დისკვალიფიცირებული ინტერესთან გამოხატვის პროცესიდან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  გამყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 7 სექტემბერი, 16:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების მიმართულებით: 

საკონტაქტო პირი:

ქეთევან კანდელაკი 
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10 
ტელ.: +995 322 931111 (1456); +995 599 19 25 00
kekandelaki@gwp.ge

საკონტაქტო პირი:

მაგდა ლომთათიძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10 
ტელ.: +995 322 931111 (1141); +995 595 22 66 94
 
mlomtatidze@gwp.ge

ტექნიკური მიმართულებით: (ობიექტების დათვალიერებისათვის)  საკონტაქტო პირი:

ირაკლი ვარაზი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ტელ.: +995 322 931111 (1314); +995 599 97 98 89
ivarazi@gwp.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 14700000 ძირითადი ლითონები
  • 14630000 წიდა, ხენჯი, ჯართი და ნამსხვრევები
შეკითხვები