ჩაბარების ვადა:

7 სექტემბერი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31960 - ტენდერი თვითლუქვადი სალომბარდე პარკების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ლიბერთი ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 1 სექტემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 7 სექტემბერი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს თვითლუქვადი სალომბარდე პარკების  შესყიდვაზე ფასების ცხრილის (დანართი N1) და ნიმუშის (ფოტო 1; ფოტო 2)  შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1);

პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა

  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, სერგო გუჯეჯიანის პირველი ჩიხი N 12, სს „ლიბერთი ბანკი“-ს აეროპორტის მიმდებარე სასაწყობე ფართი;

შენიშვნა: საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს სამუშაო საათებში; 

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები 

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარებაანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია;
  • გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში სს „ლიბერთი ბანკი“-ში;

ზოგადი პირობები

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა

  • მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, უნდა წარმოადგინოს  მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, სს „ლიბეთი ბანკი“, სათავო ოფისი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 07 სექტემბერი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: N/A
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ტელ: 595 901 200

Shorena.tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 18900000 საბარგო ნივთები, სასარაჯო ნაკეთობები, ტომრები და ჩანთები
შეკითხვები