2 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32030 - ტენდერი გონიოში, 2500 კვ.მ ტერასულ ნაკვეთზე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების საინჟინრო დაპროექტებაზე
- გამომცხადებელი: სოლომონ ფუტკარაძე
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 2 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ფიზიკური პირი სოლომონ ფუტკარაძე აცხადებს ტენდერს გონიოში, 2500 კვ.მ ტერასულ ნაკვეთზე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების საინჟინრო დაპროექტებაზე.
- ობიექტის მდებარეობა: გონიო, ზემო მთის არეალი (აჭარა)
- ნაკვეთის ფართობი: 2500 კვ.მ. (ტერასული რელიეფი, 3 ტერასა)
- მიწის მდგომარეობა: ახალი ნაყარი, არასტაბილური გრუნტი. ნაკვეთის ზედაპირზე წვიმის წყალმა უკვე ჩაჭრა ბუნებრივი კალაპოტი/არხი.
ტენდერის მიზანი:
ნაკვეთზე გაცემულია 1 ხის კოტეჯის მშენებლობის ნებართვა. მიზანია შეიქმნას ნაკვეთის კომუნიკაციების ერთიანი „მასტერპლანი“ (საინჟინრო პროექტი), რომელიც გათვლილი იქნება სულ 6 კოტეჯის სამომავლო პერსპექტივაზე (პიკური დატვირთვა: 20–30 ადამიანი). პროექტმა უნდა უზრუნველყოს ძირითადი მიწისქვეშა მაგისტრალებისა და ჭების ისეთი განლაგება, რომ სამომავლოდ ახალი კოტეჯების ჩადგმისას ტერასების ხელახალი გადათხრა არ გახდეს საჭირო.
მოთხოვნილია: მხოლოდ საინჟინრო პროექტირება და მასალების ზუსტი ხარჯთაღრიცხვის (სმეტის) მომზადება.
საპროექტო დავალება და მოთხოვნები ინჟინრისთვის:
1. საკანალიზაციო ქსელის (წყალარინების) პროექტი:
- მთავარი კოლექტორის დაპროექტება ნაკვეთზე არსებულ ბუნებრივ არხში.
- ტერასებზე სამომავლო კოტეჯებისთვის მისაერთებელი წერტილების (სარევიზიო ჭებისა და ჩახშილი სამკაპების) ზუსტი გათვლა და დასმა.
- შესაბამისი სიმძლავრის (დღიური 3–5 მ³) ბიოლოგიური გამწმენდი სადგურის (ბიო-სეპტიკის) შერჩევა, სპეციფიკაციის განსაზღვრა და ნაკვეთის ყველაზე დაბალ წერტილში ოპტიმალური ლოკაციის შერჩევა.
- ნაყარი გრუნტის გამო, პროექტში უნდა იქნას გათვალისწინებული სპეციფიკური მასალები (მაგ. პლასტმასის გოფრირებული ჭები და SN8 კლასის მილები PVC; 160მმ).
2. სანიაღვრე ქსელის (წვიმის წყლების) პროექტი:
- ნაკვეთის ზედა საზღვარზე დამცავი კალაპოტის/არხის დაპროექტება მთიდან წამოსული ნაკადების ასარიდებლად.
- ბუნებრივად ჩაჭრილ კალაპოტში დიდი დიამეტრის ორშრიანი გოფრირებული სანიაღვრე მილის (HDPE) გათვლა და დაპროექტება. სანიაღვრე სისტემა უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ბიო-სეპტიკისგან.
- ტერასების საყრდენი კედლების უკანა დრენაჟის (პერფორირებული მილები, გეოტექსტილი, ხრეში) საინჟინრო გადაწყვეტის მომზადება.
3. საბოლოო პროდუქტი:
- სრული საინჟინრო ნახაზები (მილების ზუსტი დიამეტრებით, ქანობებით/დახრილობის გრადუსებით და სიღრმეებით).
- მასალების ზუსტი სპეციფიკაცია და რაოდენობა (სმეტა), რაც საფუძვლად დაედება მომდევნო (სამშენებლო) ტენდერს.
4. ნაყარი მიწის გამო, ყველა მიწისქვეშა მილი უნდა ჩაიგოს ქვიშის/ხრეშის დამცავ ბალიშზე (ამორტიზატორზე), გვერდების ხელით დატკეპნით, რათა გამოირიცხოს გრუნტის ჯდომისას მილების გაწყვეტა ან დეფორმაცია.
პრეტენდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დაინტერესებულმა ინჟინრებმა/საპროექტო ბიუროებმა უნდა წარმოადგინონ:
- მსგავსი საინჟინრო პროექტების (რთულ, მთის რელიეფზე მუშაობის) გამოცდილება/ლიცენზია.
- საპროექტო სამუშაოების შესრულების ღირებულება და ვადები.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოლომონ ფუტკარაძე
577419310
sputkaradze@gmail.com
ტენდერის კატეგორია:
- 71320000 საინჟინრო-საპროექტო მომსახურება