15 სექტემბერი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32050 - ბაზრის კვლევა სასაჩუქრე პლასტიკური ბარათების დამზადებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 სექტემბერი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას სავაჭრო მოლების სასაჩუქრე პლასტიკური ბარათების დამზადებაზე.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ წინადადებები ქვემოთ მოცემული ტექნიკური მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
ბაზრის კვლევის მოთხოვნები:
- სტანდარტული ზომის პლასტიკური ბარათი (პერსონალიზაციის გარეშე)
- მასალა - PVC
- ბეჭდვა - ორმხრივი, მაგნიტური და ხელმოსაწერი ზოლებით
- ზედაპირი - მატი და პრიალა
კომერციული წინადადება:
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ხარჯთაღრიცხვა შემდეგი დეტალების გათვალისწინებით:
- ფასები ბარათის რაოდენობების მიხედვით (მატი/პრიალა):
1-500 - ცალი
500 – 1500 - ცალი
1500 – 3000 - ცალი
3000 – 5000 ცალი - ბაზრის კვლევის დასრულების შემდგომ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბეჭდვის ხარისხის დასადასტურებელი ნიმუშები.
- ბარათის ვიზუალები (9 სხვადასხვა დიზაინი) გაუზიარდება მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, რომლებიც დაადასტურებენ ბაზრის კვლევაში მონაწილეობის სურვილს.
- ნიმუშები წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა 9 ვიზუალის მიხედვით (მატი და პრიალა).
- ბარათის ნიმუშების მოწოდების ვადა - 1 კვირა
- ნიმუშების შეფასების კრიტერიუმები: ბეჭდვის ხარისხი და ფერების სიზუსტე, მასალის სიმტკიცე, ზოლების (მაგნიტური/ხელმოსაწერი) ხარისხი, ზედაპირის (მატი/პრიალა) შესაბამისობა.
- კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ დამაკმაყოფილებელ ნიმუშებს II ეტაპზე — დახურულ აუქციონზეიქნებიან მოწვეულები.
ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი), გადასახადების ჩათვლით.
წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:
დაინტერესებულმა კომპანიებმა ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკურ მოთხოვნებთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია და ა.შ.);
- შემოთავაზება PDF დოკუმენტის სახით.
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ბანკი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტებისაგან გამოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია და/ან წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება ბაზრის კვლევის მსვლელობის პერიოდში.
- ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა შეიცვალოს ბანკის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა;
- წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ბაზრის კვლევა თავისი შეხედულებისამებრ;
- ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს, ან გამოაცხადებს მეორე ტურს.
დამატებითი ინფორმაცია:
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 სექტემბერი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
მარიამ კვაჭაძე
ტელ: 555 55 78 38
mkvatchadze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 30160000 მაგნიტური ბარათები