ჩაბარების ვადა:

30 სექტემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32051 - ტენდერი შპს კნაუფ გიპს თბილისის საწარმოს ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟსა და ახლის მშენებლობაზე

  • გამომცხადებელი: შპს კნაუფ გიპს თბილისი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 სექტემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,კნაუფ გიპს თბილისი“ აცხადებს ტენდერს:  შპს „კნაუფ გიპს თბილისი“-ს საწარმოს ტერიტორიაზე არსებული შენობის  დემონტაჟსა და ახლის მშენებლობაზე.

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი.

სატენდერო დოკუმენტების განხილვის ეტაპები და ვადები: ტენდერი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე, სატენდერო კომისია განიხილავს ყველა შემოსულ განცხადებას და ამოირჩევს 4-5 საუკეთესო წინადადებას;
  • მეორე ეტაზე, სატენდერო კომისია არჩეულ კანდიდატებს წარუდგენს დამატებითი დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომელი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
  • მესამე ეტაპზე სატენდეტო კომისია  უზრუნველყოფს საუკეთესო შეთავაზების არჩევას წარმოდგენილ წინადადებებს შორის და დაიწყებს არჩეულ კანდიდატთან ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას.

შპს „კნაუფ გიპს თბილისი“-ს სატენდერო კომისია გადახედავს და შეაფასებს მიღებულ დოკუმენტებს და მეორე ეტაპზე შერჩევის შემთხვევაში გამოგიგზავნით შეტყობინებას არაუგვიანეს 2026 წ. 30 ოქტომბრისა.

საკონტაქტო პირი (ტენდერთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად):

Zurab.Kutelia@knauf.com  
ტელ: +995 591 418 462  

ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით:

დავით ტყემელაძე
ტელ: 599196376

სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების მეთოდი:

ელ. ფოსტის შემდეგ მისამართებზე ელექტრონული ფორმით გამოგზავნითTamara.Bagaturia@knauf.com Zurab.Kutelia@knauf.com Levan.Tsiklauri@knauf.com 

დამატებით ინფორმაცია: 

კომპანია, რომელიც შემოიტანს განაცხადს უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

  • კომერციული წინადადება უნდა შეიცავდეს: ღირებულებას ყველა კანონით გათვალისწინებული გადასახადის ჩათვლით, ანგარიშსწორების პირობებს, სამუშაოს შესრულების ვადებს, სასურველია წინადადება წარმოადგინოთ როგორც  შევსებული ფაილის სახით, ასევე თქვენი ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე, დამოწმებული ხელმოწერით.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიას უნდა ჰქონდეს სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
  • კომპანიას უნდა ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების ინჟინერი და ყველა მისი თანამშრომელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და სიცოცხლის დაზღვევით.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართეთ ქვემოთ მითითებულ ტელეფონზე და ელ. ფოსტაზე:

Zurab.Kutelia@knauf.com
ტელ: +995 591 418 462

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45210000 შენობების მშენებლობა
შეკითხვები
მიმწოდებელი 2

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი გყავთ თუ მშენებლობის დაწყებამდე შეარჩევთ?

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით სადემონტაჟო შენობა რა მდგომარეობაშია, მუშა საწყობია თუ არა და მთლიანად უნდა იყოს სამშენებლო ნარჩენები გატანილი თუ არის მასალები რომლებიც თქვენს საკუთრებაში უნდა დარჩეს ტერიტორიაზე?